Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.850

სიდჰები და ასურები


პერიოდულად ასურები (დემონები) მოდიან დედამიწაზე (დჰარმა-კშეტრაზე), რათა გაანადგურონ ან დაამახინჯონ ვედები. ასე რომ იცოდეთ, ის ადამიანები, რომლებიც გინდ რუსეთში და გინდ საქართველოში ან სადმე სხვაგან, სპეკულირებენ ვედებზე და მანიპულირებენ ვედური ტერმინებით და ლეგენდებით, არიან შარლატანები და ასურები (დემონები). დანავებმა და დაიტიებმა შესანიშნავად იციან თუ როგორ დათესონ პანიკა, დეზინფორმაცია და დააბნიონ ხალხი ცრუ სასწაულებით. დანავებს აქვთ სხვადასხვა ფოკუსების ჩატარების უნარი, მაგრამ მათი გამოცნობა მარტივად შეიძლება, თუ ისინი ამახინჯებენ ან აკნინებენ ვედებს და არ ჰყავთ ავტორიტეტული გურუ, ასევე არ არიან კონკრეტულ სამპრადაიში ე.ი. არ არიან კონკრეტული რელიგიურ-მისტიკური ტრადიციული სკოლის ადეპტები, იცოდეთ, რომ ესენი არიან - ა ს უ რ ე ბ ი (დემონები). არიან დანავები და დაიტიები რომლებიც ამახინჯებენ ვედებს და სხვადასხვა ვედური სკოლების მოძღვრებებს და პრაქტიკებს. ილუზიონისტი დანავები ატყუებენ მილიონებს. ვედურ რელიგიაში მრავალი სკოლაა. ვედურ ტრადიციებში არსებობენ გასხივოსნებული მაჰა-სიდჰებიც, მაგრამ ისინი არ ჩანან, სამაგიეროდ კარგად ჩანან შარლატანები, რომლებიც ამახინჯებენ ვედურ ცოდნას და სხვადასხვა პრაქტიკებს. საბედნიეროდ არსებობენ ნორმალური გურუებიც, რომლებიც ქადაგებენ ნამდვილ ვედებს, მაგრამ მაჰა-სიდჰები საჯაროდ არ ავლენენ საკუთარ თავს და ეს გასაგებიცაა, რადგანაც ასურების მთავრობა ასეთებს მყისვე გიჟებად შერაცხავს და საგიჟეთში გამოკეტავს. ეს იმიტომ, რომ დგას კალი-იუგა და იოგა და ტანტრა შეშლილობად არის გამოცხადებული ასურების მიერ. ის გურუები კი, რომლებიც საჯაროდ ქადაგებენ, ცდილობენ დამალონ სულიერი ნათელი და ნამეტანი არ გადავიდნენ ზეცნობიერში, რადგანაც იციან, რომ ხალხს ე.ი. მასებს არ სიამოვნებთ განათებულ სიდჰებთან ურთიერთობა და ვერ უგებენ მათ, მთავრობა ხომ მით უმეტეს. ბრბო ჩლუნგია.

ომ შანტი

ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...