კონტენტზე გადახტომა






სურათი

ზევსი და ინდრა (ანალოგიები)

დაპოსტა: შანკარადევა, 26 July 2018 · 1158 ნახვა

ზევსი ინდრა განიმედი ოლიმპო სუმერუ ელიზიუმი დივია-სვარგა
ბერძნული ზევსი და ინდური ინდრა ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. ეს ღმერთები ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ზევსიც და ინდრაც ორივენი ელვის და ქუხილის ღმერთები არიან. ზევსმა დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ტიტანები და ჩაყარა ტარტაროზში. ინდრამაც დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ასურები იგივე ტიტანები და ჩაყარა ქვესკნელში - ბილა-სვარგაში. ზევსმა დაამარცხა დრაკონი ტიტანი - ტიფონი. ინდრამ დაამარცხა დრაკონი ტიტანი-ასურა - ვრიტრა. ზევსი ცხოვრობს მისტიკური მთის - ოლიმპოს წვერზე. ინდრა ცხოვრობს სუმერუს მისტიკური მთის მწვერვალზე. ზევსი არის ღმერთების მეფე. ინდრაც არის ღმერთების მეფე. ზევსის ზეციურ სამოთხეს ეწოდება - "ელიზიუმი". ინდრას ზეციურ სამოთხეს ეწოდება - "დივია-სვარგა". ზევსი არის კოსმიური ეთერის მეუფე. ინდრაც არის კოსმიური ეთერის (აკაშას) მეუფე. ზევსი არის პოლიამური. ინდრაც არის პოლიამური. ზევსი ბისექსუალია, ისევე როგორც ინდრა. ზევსისგან მიწიერ ქალწულებს უჩნდებოდათ ნახევრადღმერთი დევ-გმირები (მაგალითად - ჰერაკლე). ინდრასაც ჰყავდა შვილები ადამიანთა ქალიშვილებისგან (მაგალითად - არჯუნა). ანალოგია აშკარაა.
ომ შანტი