კონტენტზე გადახტომა






სურათი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ფსოუდან 29 მარტს შემოვიდა

დაპოსტა: irmaberi, 30 March 2020 · 151 ნახვა

გასულ საღამოს ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს პაციენტი, რომელსაც ექიმების თქმით, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, თითქმის ყველა სიმპტომი აღენიშნება.
Planeta.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ქალბატონმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 29 მარტს, სხეულის მაღალი ტემპერატურით გადმოკვეთა და გალში ჩავიდა. ის მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ცხელებას უჩიოდა.
ავადმყოფი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიკოსების ინფორმაციით, გალიდან გადმოყვანილი პაციენტის ანალიზები ხვალ ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება და არის თუ არა ის კორონავირუსით დაინფიცირებული, პასუხიც ხვალ გაირკვევა.




მაისი 2020

     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31