კონტენტზე გადახტომა






სურათი

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადა

დაპოსტა: irmaberi, 25 March 2020 · 278 ნახვა

#დარჩისახლში
დადებული სურათი

მოწოდება #დარჩისახლში აფხაზეთშიც ამოქმედდა

კორონავირუსით ინფიცირებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული მთავრობა მკაცრ ზომებს მიმართავს და 25 მარტიდან 7 აპრილამდე კარანტინს აცხადებს.
ამის შესახებ დადგენილებას ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი უკვე მოაწერა.
ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში იკრძალება ხალხმრავალი ღონისძიეების გამართვა, ყოველგვარი ექსკურსია და ტურისტების მიღება. დაიხურება საზ.კვების ყველა ობიექტი, საკოლმეურნეო და სამრეწველო ბაზრები, გაჩერდება ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამკაცრდება კონტროლი ფსოუს გამშვებ პუნქტზე და იქ სამედიცინო ბრიგადები იმორიგევებენ.
დადგენილების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ევალება, შექმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის ინფორმირებას შეუდგება და კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ცნობებს მიაწვდის; ასევე, მობილიზება გაუკეთდეს 24 საათიან სამედიცინო დახმარების მორიგე ბრიგადებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტის კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხერხდეს.
სამინისტროს დაევალა სამოქმედო გეგმის დამტკიცება და კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებისთვის მედპერსონალის მომზადებაც.
ოკუპირებული აფხაზეთის რაიონული საავადმყოფოების მთავარ ექიმებს მიეცათ განკარგულება, პროფილაქტიკისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ, ყოველდღიურ რეჟიმში მიაწოდონ ინფორმაცია ეგრეთწოდებულ ჯანდაცვის სამინისტროს, მთავარ სანიტარულ ექიმს კი დაევალა, სავაჭრო ობიექტებისა და სასტუმროების, ასევე დიაგნოსტიკური ლაბორატორიების სან-ეპიდ მეთვალყურეობა გააძლიეროს და მოხდეს ხალხმრავალი ადგილების დეზინფექცირება.
საჯარო უწყებებს, ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების გარდა, მოეთხოვებათ, მინიმუმადე შეამცირონ თანამშრომელთა ყოფნა სამსახურებში, ისე, რომ ხელფასი ყველას შეუნარჩუნდეს.
გაგრძელდეს არდადეგები ბაგა-ბაღებში, სკოლებსა და ინსტიტუტებში.
სავაჭრო ობიექტებისთვის გაიცა რეკომენდაცია, არ გააძვირონ პირველადი მოხმარების პროდუქტი, მედიკამნეტები და სადეზინფექციო საშუალებები.
ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის მთავარმა სან.ეპიდემიოლოგმა ლუდმილმა სკორიკმა მოხსენება გააკეთა და აღნიშა, რომ მოსახლეობის დასაცავად განსაკუთრებული ზომების მიღება იყო საჭირო.
მისი თქმით, სან.ეპიდ სადგური არ არის მზად მთლიანად თავის თავზე აიღოს მოსახლეობის უსაფრთხოება, რადგან 22 მარტს გამართულ არჩევნებზე, კორონავირუსისგან თავის დასაცავად, არავითარი ზომები არ იყო მიღებული.
,,22 მარტამდე კორონავირუსისგან სუფთა ვიყავით და ამ დიაგნოზით დადასტურებული პაციენტი არ გვყავდა, მაგრამ ჩვენმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ პროფილაქტიკისთვის არავითარი ზომები არ იყო მიღებული და ყველა რეკომენდაცია, რასაც მოსახლეობას ვაძლევდით, იგნორირებულ იქნა. ამდენად, უკვე მთლიანად მოსალოდნელ შედეგებზე მე პასუხი,გებლობას ვერ ავიღებ.“ - განაცხადა ლუდმილა სკორიკმა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ, ეგრეთწოდებულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე, რომელსაც სწორედ ვალერი ბგანბა ხელმძღვანელობდა.
კარანტის შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, სახლებიდან არ გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, რომელშიც აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.




ივლისი 2020

   1234
5678 9 1011
12131415161718
19202122232425
262728293031