Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    141.481

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ჭორები ვრცელდება


0b9af8663810178a91c6ebea9711fcd6-XL.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის, ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება, თუმცა გუშინ, 22 მარტს გულირიფშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავრმა ექიმმა ზურაბ აჩბამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსის მზგავსი სიმპტომები გამოუვლინდა.

მალევე, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა ფაქტი უარჰყო და აჩბას განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.

,,ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ზურაბ აჩბა ასეთ დასკვნებს, ვინ მისცა მას უფლება, ეს დიაგნოზი დასვას, მან მიიღო ეს ავადმყოფი?

მზგავსი ინფორმაცია ჩვენი მოსახლეობის და მედპერსონალის წამოკიდებას ისახავს მიზნად.

ვფიქრობ, მედიცინის წარმომადგენლის ეს ქმედება გენერალურ პროკურატურას უნდა ვაცნობოთ.“ - განაცხადა მან.

სკორიკის თქმით, რესპუბლიკული საავადმყოფოს პაციენტისთვის კორონავირუსის ნიშნების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია მას არ მიუღია.

,,ყოველ შემთხვევაში, ყველა ექიმი მორიგე რეჟიმში მუშაობს და აფხაზეთში არავითარი საგანგაშო სიტუაცია არ არის. ყველა ასრულებს თავის ფუნქციას ისე, როგორც მოეთხოვება.“- აღნიშნა სოხუმის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ეგრეთწოდებული უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბის თავ,ჯდომარე ალისა არძინბა აცხადებს, რომ იმ პაციენტის სიმპტომები, რომელზეც ზურაბ აჩბამ განცხადება გააკეთა, კორონავირუსის სიმპტომებს არ ემთხვევა.

,,უკვე წელიწდია, რაც გოგონა დაკვირვების ქვეშაა, რადგან ის რისკ ფაქტორის წარმომადგენელია, ვინაიდან მამამისი ტუბერკოლიზის მძიმე ფორმით არის დაავადებული. ამ ეტაპზე გოგონას დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, ესაა ჩირქოვანი კისტა, რომელიც მას ჭრილობის დამუშავებისას ჰიგიენის წესის დაუცველობის შედეგად გაუჩნდა. ტემპერატურის მატებაც ამ ფაქტმა გამოიწვია და ინფექციურ საავადმყოფოშიც ამიტომ მოხვდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არავითარი სიპმტომი მას არ ჰქონია.“ - განმარტა არძინბამ.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ზოგადად, ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეთა განწყობას რაც შეეხება, ისინი ჯერ-ჯერობით პანიკას არ ჰყვებიან, თუმცა კი, ეშინიათ და ცდილობენ, ფრთხილად იყვნენ. პირად საუბრებში, უმეტეოსობა აცხადებს, რომ თუ მათთან ეს ინფექცია გავრცელდა, ადგილობრივი მედიცინის იმედად კატასტროფა გარდაუვალია და აფხაზეთის მოსახლეობა სასიკვდილოდ არის განწირული.

ოკუპირებულ აფხაზეთში საფრთხეს ქმნის ხალხმრავალი შეკრებები, ისეთი სარიტუალო ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, წლისთავი და სხვა თავყრილობები, სადაც აფხაზური ტრადიციების მიხედვით, განსაკუთრებით ბევრი ხალხი იკრიბება.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, სწორედ გუშინ, 22 მარტს ეგრეთწოდებული პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ხმის მისაცემად მოქალაქეთა საკმაო დიდი რაოდენობა გამოცხადდა.

რაც შეეხება ფსოუს გამშვებ პუნქტს, საიდანაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა ხდება, სანიტარული საკარანტინო ზონაა მოწყობილი და დამონტაჯებულია სპეციალური თერმომეტრი, ,,ტეპლოვიზორი,“ რომელიც საზღვარზე გადამსვლელ-გადმომსვლელ ადამიანებს სხეულის ტემპერატურას უზომავს.

მოწყობილობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაგზავნეს. ის ფსოუს გამშვებ პუნქტზე 19 მარტს დამონტაჟდა და 20 მარტიდან უკვე ამოქმედდა.

აფხაზური მედიის ცნობით, გასულ დღეებში გამშვები პუნქტიდან, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით სამი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ოკუპირებული აფხაზეთის, ერთი კი - რუსეთის მოქალაქეა.

საავადმყოფოს მთავრი ექიმის, ვიაჩესლავ არგუნის თქმით, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პეტერბურგიდან იყო ჩამოსული, სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე ზემოთ აღენიშნებოდა და ის უკან, რუსეთის ტერიტორიაზე დააბრუნეს, დანარჩენ ორს კი, რომელთაგან ერთი სოხუმის, მეორე კი ოჩამჩირის მკვიდრია, ტემპერატურა 37 გრადუსის ფარგლებში უფიქსირდებოდათ. ექიმის თქმით, მათ კორონავირუსისთვის დამახსიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ, თუმცა კი, გამოკვლევების შემდეგ, ისინი საკუთარ სახლებში, კარანტინის პირობებში განათავსეს.

,,მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი არავითარი სიმპტომი არ გამოუვლინდათ. ეს იყო ჩვეულებრივი გაციება. ამდენად, ყოველგვარ კორონავირუსზე საუბარი ზედმეტია.“ - განაცხადა ვიაჩესლავ არგუნმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ, გაგრის რაიონში სიმშვიდეა და იქ ვირუსული დაავადებების აფეთქებას არ ელოდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო ტესტები 20 მარტს შეიტანეს, თუმცა არ უხსენებიათ, საიდან.

არაოფიციალურად კი ამბობენ, რომ ტესტები ოკუპირებულ აფხაზეთს ქართულმა მხარემ გადასცა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...