Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    15
  • comments
    2
  • views
    56.700

სააკაშვილის სისხლიანი სცენარი 19 აპრილისთვის


lala

2.519 views

,,ნაციონალები" მინიმუმ 80 000 მომხრეს გამოიყვანენ 19 აპრილს იმ მოედანზე, სადაც მიშა, ვანო, გიგი, ბაჩო და ამ მანიაკთა ჯგუფი სისხლის გუბეებს აყენებდა წლების მანძილზე. კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილი, სავარაუდოდ, 19 აპრილს მთავრობას დაითხოვს, სქემა კი ასეთია: რუსთაველზე შეკრებილ ხალხს არ დაშლიან და თუ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მათ დაუპირისპირებს ხალხს, მოწოდებებით, მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება, 8 თებერვალი კი ერთგვარი ტესტი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება 19 აპრილს მოვლენები განვითარდეს. თუმცა ამჯერად ფინალი უფრო მძიმე იქნება. შესაძლოა ხალხის შეტაკებას სისხლისღვრაც მოჰყვეს. მიზანი კი ერთია – საბოლოოდ არეულობა ივანიშვილს დაბრალდება, ამასობაში ივანიშვილი უკვე მოხსნილი პრემიერი იქნება და მას დაადანაშაულებენ კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაში. აი, ესაა სქემა, რომელსაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილს შეუსრულებს....ჩვენი ინფორმაციით, ის არ შეეხება პარლამენტს, რომელზეც უნდა გავიდეს ახალი მთავრობის საკითხი. სააკაშვილისა და მისი ,,გებელსების" გეგმის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ, სააკაშვილი დაელაპარაკება დავით უსუფაშვილს და ეტყვის,– გინდა ივანიშვილს მიგაყოლო?!. მაშინ ჭკვიანად მოიქეცი, არჩეული უმრავლესობა ხართ, მე არ დაგითხოვთ, იყავით 4 წელი. გაჩუმდება უსუფაშვილი? გაჩუმდება ალასანიაც! ამ უკანასკნელს შესთავაზებს პრეზიდენტობას, ეტყვის,– იყარე კენჭი და გაძლევ გარანტიას, რომ პრობლემა არ შეგექმნება. რეალურად, უმრავლესობაში მხოლოდ ორი თავია გასაჩერებელი, უსუფაშვილი და ალასანია, ბიძინა ივანიშვილისგან ისინი მეტ პრივილეგიას ვეღარ მიიღებენ, რაც მისაღები იყო, უკვე მიიღეს და დღეს, მათთვის ბიძინა ივანიშვილი უკვე საფრთხეა! ამიტომ, სააკაშვილი, სავარაუდოდ, მათ დაიყოლიებს. რაც შეეხება ხალხს, რეაქცია, რა თქმა უნდა, იქნება მძიმე და აგრესიული, მაგრამ ვის აინტერესებს ხალხის რეაქცია?!...დღეს, სააკაშვილის მთავარი ამოცანაა, მოგუდოს მთავარი მოწინააღმდეგე – ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოლო საპრეზიდენტო აკორდი ძალიან მძიმე იქნება, ,,ნაცშპანა" ცდება, როცა ივანიშვილს ,,პროვინციელ დიქტატორს" ეძახის, ივანიშვილი ის ,,ანაკონდაა", რომელიც მიშას კისერზე შემოეხვევა და საბოლოოდ დააღრჩობს! თუმცა ერთი რამ ფაქტია, ორი დაჯგუფება ნელ–ნელა უახლოვდება ერთმანეთს დიდი შეჯახებისთვის. გაზაფხულზე პოლიტიკური აფეთქება გარდაუვალია!"

 

(,,კვირის ქრონიკა"N8(582); ავტორი: ნინო სამხარაძე)

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...