Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.957

აპოკალიფსური ყავა, "პატივ-აყრილი" ჩინოვნიკები, განხეთქილების ლუბა და ხუთიანზე შესრულებული „აბა დამაცადე!“


katya

2.566 views

blog-0259304001355397209.jpgზოგიერთებისთვის რომ გეკითხათ, ერთი დღის წინ, მინიმუმ, სამყაროს დასასრულის გენერალური რეპეტიცია უნდა დაგვეგემოვნებინა. არადა, ჩვეულებრივი ხუთშაბათი გათენდა – საწოლიდან არგამოძრომის დაუძლეველი სურვილით.

გუშინ, მთელი დღე, მიყურადებული ვიყავი იშვიათი ბუნებრივ–ქრონოლოგიური მოვლენის (ანუ დამთხვევის) მარკეტინგულ შეფუთვებს. რატომღაც მეგონა, „თვრამეტი–თვრამეტი!“–ს ნაცვლად, „თორმეტი–თორმეტი!“–ს იტყოდნენ, ფასდაკლებულ საუკეთესო ხარისხის ტექნიკას „გარანტირებული აღსასრულით“ შემოგვთავაზებდნენ, სარფიანი იქნებოდა „სამყაროს აღსასრულის“ „პირველი ხელიდან“ შეძენაც, პირველი 100 მყიდველისთვის სერიოზული ფასდაკლებით და გადაყიდვის შეუზღუდავი უფლებით.

ველოდე, მაგრამ ... იყო თორმეტგრადუსიანი ორიათას თორმეტის მეთორმეტეს თორმეტი... თოვლიც კი არ წვიმდა! ადამიანები იღიმებოდნენ და მხოლოდ „ნაციონალები“ ქირქილებდნენ – ჯერ სადა ხართო!?

„ნაციონალური“ კალენდრით, მოლოდინების და იმედგაცრუებების ოთხწლედი წინ გვაქვს. კიდევ რევანშისტული აპრილი და დამნაშავედქცეული ოქტომბერი.

არც იოცნებოთ სამყაროს აღსრულებაზე, ახლა სიკვდილი თქვენთვის ბაირამობააო!...

ხუთოსნების განწყობა და მიდგომა გასაგებია – მთავარია, ჯერ ვანოს და მერე ბაჩოს მიერ დაყენებული „პალაჟენია“ არ გაექცეთ ხელიდან. კრიმინალურს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თორემ მაგათი ბერკეტოვანი კეთილდღეობა გაქცეულიცაა უკვე და დაქცეულიც.

ვერც „ქალაქიდან“ გიჟუა მაკკეინის ჩამოყვანამ უშველათ, ვერც მისმა შეშფოთებულმა ჰამქარმა. – ყავას ნუ შემოგვთავაზებთ, მახოხს გეახლებით აეროპორტშიო...

დამშვიდდით ხალხო! ნუ აგინებთ ამ თავისებურად პატივცემულ საზოგადოებას და ამერიკელებს. მაგათ დიდი დღე აღარ უწერიათ. ამერიკაში მალე სექსს აკრძალავენ, რათა იმპოტენტებს მორალური ტრამვა არ მიაყენონ, ჰოდა...

ჰოდა, ამ ვიღაც თუ რაღაცეების უფლებების დაცვაში, აგერ ჩვენი ნაციონალური სიამაყის – ხინკლის გაუპატიურების მცდელობაა სახეზე. გვარს არ დავასახელებ და, ერთ–ერთ ქართულ რესტორანში, ეგზოტიკურობის მოტივით, კობორჩხალის ხორცის ხინკალი იხვევა. მოხვევას ვინ ჩივის, რეკლამირდება... სასწრაფოდაა ჩამოსაყალიბებელი პოლიტიკურად სტრატეგიული კვების პროდუქტების ნუსხა. მხოლოდ ბორჯომის, ქართული ჩაის, ქაცვისა და ჰიბრიდული სიმინდის დრო წავიდა!

და რას მიკეთებს ამ დროს არასამთავრობო სექტორი?

ახლა ერთი ჩემი მეგობარი მიპასუხებდა – რას მიკეთებენ და სკდებიან კოფე–ბრეიკითო! ყავა ჩვენი და მათი არსობისა! – მისწრებაა „უხერხულ“ სიტუაციაში...

უხერხულობაზე თუ მიდგა საქმე, რაც ბიძინამ თავის ჩინოვნიკებს „დამართა“, უხერხულზე მეტია. –„ამაზე ვოცნებობდითო?“ –გაოცებას ვერ ფარავს თურმე ზოგიერთი. რას იზამთ, პიკასო მაგით „ერთობა“ და შეეგუეთ! არც პრემიებიო, არც „დაჩებიო,“ არც ძვირადღირებული ავტომობილები, ვოიაჟები და ორგიებიო და აბა მარტო ხელფასზე და იმუნიტეტზე ვინ „იპახავებს“?

ეჰ... ივანიშვილის ხელში ჩინოვნიკობამაც კი დაკარგა თავისი განუმეორებელი ხიბლი...

არ შეიძლება ასეთი ინიციატივები, ბატონო ბიძინა. ვინმეს ხომ უნდა დაეყრდნოთ ?! ვერ ხედავდით, მაძღარმა „გუნდმა“ რამდენ ხანს „გააქაჩინა“ წინა ხელისუფლებას? პროგრამა – ჩინოვნიკები პრივილეგიების გარეშე – თუ ხუთოსანთა მხოლოდ საპროგრამო „ღიმილიან საქართველოს“ რეალურად უზრუნველყოფს, მაშინ ჰოო!..

საშინლად მძიმეა სელისუფლების სათავეში ყოფნა... დაიჭერენ ვინმეს და, თუნდაც ამის უკიდურესად პირადული მოტივი არსებობდეს, მაინც პოლიტიკური საქმე გამოდის. სასარჩულე ქსოვილის დიდი პარტია აქვს შემოტანილი უმცირესობას, როგორც ჩანს.

ამდენი მოუგვარებელი პრობლემის მიუხედავად, მაინც „ცალბორტიანი“ მიხეილი მიდგას თვალწინ. ეგ ცალი ბორტი, მის რეალობაში, წელის ზონაში ვარაუდით გამოვიტიჩკებული პიჯაკებით დაიწყო და საჰაერო ტრანსპორტზე დაუსრულდა. სასწრაფოდ „ დასაგუგლია“ საკითხი – მსოფლიოში „ცალბორტიანი პრეზიდენტების“ სტატისტიკის შესახებ. თუ მიხეილი პირველია, – გაუხარდება და თუ მისნაირები სხვებიც არიან, ეგებ, დამშვიდდეს.

რაც მთავარია, ქალაქის თავი –გიგი მშვიდობით ჩაფრინდა ავსტრიაში, საყვარელიძე არ იშლის საყვარლობას და პირდაპირ სტრასბურგში ჩაფრთხიალდა, თურმე, წუხელ სასწრაფო და საქმიანი ვიზიტით. გაფრენამდე პროკურატურას გაუძალიანდა, – ივანიშვილი ჩემს წინ გაატარეთო! არაა ეს ბიჭი დასაკარგი, უბრალოდ, ცუდ წრეში მოხვდა. სადღაც მართალიცაა თავის ულტიმატუმში – თუ არ გასინჯე, როგორ მიხვდები, რომ, შავ ხიზილალაზე ალერგია გაქვს?

დავით, შე საყვარელო! უმცირესობის თვალის ჩინო და იმედო! თუ ცირკის დირექტორობა გინდოდა და სტრასბურგში გაფრთხიალებას აპირებდი, გეთქვა პირდაპირ, რას იწუწუნე კბილაშვილის თანამდებობაზე?

საზოგადოებაში ჩატარებული გამოკითხვის გადაწყვეტილებით, თეა თუთბერიძემ სასწრაფოდ უნდა გააჩინოს მეორე შვილი, თორემ მისი მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტები და კრიტიკულს მიღწეული მზრუნველობის დონე სახიფათო ხდება მზრუნველობის ობიექტებისთვისაც კი და ახლა ივანიშვილის უსაფრთხოებასაც გადაწვდა.

ოქტომბრამდე სახელისუფლებო რესურსებით მოფარიკავე „ნაცმო“ ახლა ძონძებზე კონსერვისქილადაკიდებულ იმ ბრიყვ მგელს გავს, ყველა მიზეზით და უმიზეზოდაც რომ იმუქრება – აბა დამაცადეო!

გაცადეთ ბატონო 9 წელი და რა?..

ისეთი პირი უჩანს, უპირობოდ ხუხაშვილ –ელიაშვილის ტანდემისა და მათი საგმირო "თეთრეულის" რეცხვა–გამოფენა–გაშრობა იქნება . არარეიტინგულ „მეცხრე არხს“ რეიტინგული „9ინფოს“ გმირი, დედა, მამა და ვითომ–მარჩენალი ელიაშვილი „ამოქაჩავსო“, – „ყველაფრისმცოდნე“ და „მილიარდელების რისხვა“ ხუხაშვილმა. მართალი გითხრათ, შორიდან კი მეგონა მაგ არხზე ის წყეული კოჰაბიტაცია, მაგრამ, ახლოს რომ მივედი...

ერთი ჭკვიანი ადამიანისგან გამიგია – დესანტი ავად არ ხდება, ის ან ცოცხალია, ან მკვდარიო! წავალ, „ჩანერგილების“ პერსპექტივებზეც ვკითხავ... თუ რამე საიმედო გავარკვიე, შუქის და გაზის ტარიფივით კი არ დაგიმალავთ?!

დაგპირებივართ რამეს და არ შემისრულებია? იმიტომაც არაფერს გპირდებით, მერე, ვიღაც–ვიღაცეების ნაცვლად, უხერხულობამ კანზე რომ არ გამომაყაროს.

ყავა–მშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

4 Comments


Recommended Comments

ივანიშვილის ხელში ჩინოვნიკობამაც კი დაკარგა თავისი განუმეორებელი ხიბლი...

თუ არ გასინჯე, როგორ მიხვდები, რომ, შავ ხიზილალაზე ალერგია გაქვს?

ლინკი
ყავა, ყველას, ვინც საზღვარს გადაჰკვეთს, ანუ დაბრუნებაზე ნაკლებად მოიმედეებს, ყველას ნალექიანი ყავა, -- მერე ჩახედვის პერსპექტივით. იქნებ შობას წყენა არც შეხვდეთ
ლინკი
×
×
  • შექმენი...