კონტენტზე გადახტომა






სურათი

ქრიტეანოფობია

დაპოსტა: atrava, 24 September 2013 · 1437 ნახვა

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია: მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ და რაც ყველაზე სამწუხაროა ამასი დამნაშავე თავად "ცივილიზებული" ევროპაა. გასული საუკუნის შუახანებში მათ მიერ დეკლარირებულმა და დაკანონებულმა, ხელოვნურად შექმნილმა "ადამიანის უფლებებმა" დღეს მიგვიყვანეს იქამდე, რომ ებრძვიან არა რომელიმე სახელმწიფოს, არ რომელიმე კონკრეტულად აღებულ იდეოლოგიას, არამედ თავად ქრისტიანობას მთელ ქრისტიანულ სამყაროს.
თავის დროზე დე გოლმა საფრანგეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ნება დართო ალჟირიდან ემიგრანტებს დასახლებულიყვნენ საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მთავრობამ მიიწვია თურქეთიდან მუშები და ა.შ. ეს ყველაფერი ჯაჭვურად ისე გადაება ერთმანეთს, რომ დემოგრაფიული ვითარება კარდინალურად შეიცვალა ქრისტიანულ ევროპაში. სადაც მოსახლეობის 20%–ზე მეტს უკვე ისლამური კონფესიის წარმომადგენლები წარმოადგენენ. არის ასეთი ქართული ანდაზა: სადაცა ხარ იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ისლამური კონფესიის წარმომადგენლებს არ ეხებათ. ჯერ ერთი ისინი არ ცდილობენ, ყოველ შემთხვევაში ემიგრაციის ახალი ტალღა, სახელმწიფო ენის შესწავლას და საზოგადოებაში ინტეგრირებას. ხოლო დახმარებების მიღება ამ სახელმწიფოდან უნდათ. სახელმწიფო მათ უფლებებს უფრო იცავს ვიდრე საკუთარი მოსახლეობისა. და ყველაფერ ამას ტოლერანტობით ხსნიან. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ ემიგრანტების მიმართ მიყვანა საფრანგეთი ნიკოლა სარკოზის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნისას პარიზის არაბული მოსახლეობის ბუნტამდე. ახალგაზრდა დამნაშაბის მკვლელობა პოლიციის მიერ მხოლოდ საბაბი იყო. დღეს კი მხოლოდ ძალიან გაბედულები თუ გაივლიან მსოფლიო მოდის დედაქალაქში ძვირფასეულობებით.
ევროპა ვერ უმკლავდება ისლამურ ექსპანსიას. ამასთან იმდენად გაირყვნა ევროპელი ობივატელის აზროვნება, რომ ის რაც კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე უდიდეს სირცხვილად და მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა, დღეს იმას ღირსებად თვლის და საკუთარ მოვალეობად მიაჩნია იმის ექპორტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
არადა ტოლერანტობის ასეთი გაგება დამღუპველია მთელი ცივილიზაციისათვის. ევროპამ ისლამურ ექსპანსიას, საკუთარი ხელით, ლანგარზე დადებული, მიართვა კიდევ ერთი პლაცდარმი კოსოვოს სახით. იქედან ინფორმაცია ფაქტიუარ ჩვენამდე ვერ აღწევს, ამიტომ თუ რა ხდება იქ ძნელი გასარკვევია.
სამაგიეროდ საერთასორისო ექსტრემისტულ ორგანიზაციებს მისცა საშუალება არაბული გაზაფხულის ქვეყნებში ძალაუფლება საკუთარ ხელში აეღო. შედეგად ისევ ტაჰრირის მოედანი მივიღეთმაგრამ ამ უკანასკნელისას ახლა უკვე მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქრისტიანული კონფესიების დევნა ეგვიპტეში ექსტრემისტების მხრიდან და მას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია გარდა ევროპელი ლიდერების შეშფოთებისა.
ამ ვითარებაში გასაკვირი არ არის ევროპის ქვეყნებში ნაციონალისტური ნიშნით რადიკალური პარტიებისა თუ მოძრაობების ჩამოყალიბებისა. რადგან სახელმწიფო ავტოხტონ მოსახლეობას ფაქტიურად სარჩოს აცლის პირიდან, და "გუგულის ბარტყებს" ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ მოქალაქეები იძულებუნი ხდებიან ხელმისაწვდომი საშუალებებით წინ აღუდგეს უცხო ექსპანსიას.
ამ ფონზე ისლამის ფარული ექსპანია საქართველოშიც ხორციელდება. გავიხსენოთ ბოლო რამდენიმე მოვლენა მეჩეთებთან დაკავშირებით. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისლამის მიმდევრებმა ბათუმი საქართველოში ისლამურ დედაქალაქადაც კი მოიხსენიეს ერთ–ერთ ინტერვიუში. ასეთი რამ სწორედ ევროპულმა ე.წ. ტოლერანტობამ მოიტანა.

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი





დაახლოვებით 6 წელია რაც ბლოგებს ვკითხულობ, რა არ წამიკითხავს, უაზრობა, ოდნავ უაზრობა, ქსენოფობიანარევი პოსტები, ფანატიზმის უკიდურესი გამოვლინებები, მაგრამ აი ასეთი ზე მიკერძოვებული პოსტი პირველად ვნახე და სურვილიც კი ჩავუთქვი <3
  • Report

ნოემბერი 2017

   1234
567891011
12131415161718
19 202122232425
2627282930  

ჩემი ბლოგის ძებნა

უკანასკნელი ვიზიტორები

ნახულობს 0 მომხმარებელი

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი