კონტენტზე გადახტომა






სურათი

აღსარების მაგვარი ჩანაწერი

დაპოსტა: atrava, 25 October 2012 · 1084 ნახვა

არასოდეს გამჩენია სურვილი წაქცეულის ჩაწიხლვისა. თუმცა მქონია ასეთი სარედაქციო დავალებები ნაცმოძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ერთ ადგილზე დიდხანს არ მაჩერებდნენ. ვმუშაობდი 5 გაზეთში, აქედან 4-ში მთავარ რედაქტორად. ვინც ამ გაზეთებს იცნობს, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს ღირსება იყო შელახული ამ გამოცემებში. მართლაც რომ იყვნენ დამნაშავეები, ისინიც კი.
დღეს კი, ამ გაგებით, ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი. ნაცმოძრაობა წაიქცა, მაგრამ ახლა უკვე გამიჩნდა სურვილი მისი ჩაწიხლვისა, ყოველგვარი სიბრალულის გარეშე!
უღირსი საქციელია? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბავშვობიდანვე მზრდიდნენ ერთი მთავარი გაგებით: თუ ადამიანს ღირსება არა აქვს იგი არ არის ადამიანი. მისი შედარება ცხოველთან, ამ უკანასკნელის შეურაცხყოფაა. ალბათ ამიტომაა, რომ დღეს ამ აზრზე ვარ.
თუ რამე არასწორი დავწერე, უმორჩილესად გთხოვთ მომიტევოთ!




100 %
  • Report

მაისი 2019

   1234
567891011
12131415161718
1920 21 22232425
262728293031 

ჩემი ბლოგის ძებნა

უკანასკნელი ვიზიტორები

ნახულობს 0 მომხმარებელი

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი