Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.561

აღსარების მაგვარი ჩანაწერი


atrava

2.169 views

არასოდეს გამჩენია სურვილი წაქცეულის ჩაწიხლვისა. თუმცა მქონია ასეთი სარედაქციო დავალებები ნაცმოძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ერთ ადგილზე დიდხანს არ მაჩერებდნენ. ვმუშაობდი 5 გაზეთში, აქედან 4-ში მთავარ რედაქტორად. ვინც ამ გაზეთებს იცნობს, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს ღირსება იყო შელახული ამ გამოცემებში. მართლაც რომ იყვნენ დამნაშავეები, ისინიც კი.

დღეს კი, ამ გაგებით, ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი. ნაცმოძრაობა წაიქცა, მაგრამ ახლა უკვე გამიჩნდა სურვილი მისი ჩაწიხლვისა, ყოველგვარი სიბრალულის გარეშე!

უღირსი საქციელია? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბავშვობიდანვე მზრდიდნენ ერთი მთავარი გაგებით: თუ ადამიანს ღირსება არა აქვს იგი არ არის ადამიანი. მისი შედარება ცხოველთან, ამ უკანასკნელის შეურაცხყოფაა. ალბათ ამიტომაა, რომ დღეს ამ აზრზე ვარ.

თუ რამე არასწორი დავწერე, უმორჩილესად გთხოვთ მომიტევოთ!

×
×
  • შექმენი...