Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.712

მსგავსებები


atrava

1.961 views

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები ჩემი მეთოდის სისწორეში, რომელიც მდგომარეობს ისტორიული ანალოგიების მოძებნასა და დღევანდელ ქარტულ რეალობასთან მის მისადაგებაში. ამას წაინათ ერთ–ერთ საიტზე ვუყურებდი ადოლფ ჰიტლერის ერთ–ერთ მიტინგზე გამოსვლას. მიუხედავად დროსა და სივრცეში დიდი განსხვავებისა, მე ძალიან ბევრი მსგავსება დავინახე ადოლფსა და მიშას შორის: მსგავსება 1) ორივე იწყებს ნორმალური ტონით, შემდგომ ორივე ექსტაზში შედის და ორივეს გამოსვლა გადადის ისტერიულ ყვირილსა და მუქარაში. 2) ორივეს მიტინგზე ძირითადად ახალგაზრდები ჭარბობენ. 3) ორივეგან მხოლოდ რამდენიმე ფერი დომინირებს: გერმანიაში ყავისფერი და ხაკისფერი; ქართულ რეალობაში კი წითელი და თეთრი. ყვითელი მხოლოდ მიკროავტობუსები და ავტობუსებია, რომლებითაც ნაცმოძრაობის მხარდამჭერები გადაჰყავენ. 4) ერთიც ეწევა დემაგოგიას და მეორეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჰიტლერი გერმანულ რასას ადიდებდა, ხოლო მიშა კი, როდესაც ლაპარაკობს "ჩვენ", უნდა იგულისხმო "მე", ანუ საკუთარი თავის განდიდებითაა დაკავებული! ჰიტლერის გეგმებში ბერლინის დანგრევა და მისი ხელახალი აშენება შედიოდა. რადგან არავინ დაანებებს მიხეილ სააკაშვილს თბილისის დანგრევას, ამიტომ მან გადაწყვიტა ფუტურისტული დიზაინის ახალი ქალაქის "ლაზიკას" აშენება. დღეს, იქ სადაც ჰიტლერი სრულიად გერმანიის საფეხბურთო სტადიონს აშენებდა, სადაც 400 ათასი მაყურებელი უნდა დატეულიყო, ხელოვნური ტბაა, რადგან მხოლოდ თანხები საძირკვლისათვის მიწის ამოღებას ეყო მხოლოდ... როგორი იქნება ლაზიკის მშენებლობა ეს ღმერთმა უწყის...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...