Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.561

არც მე მომწონს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვები


atrava

1.516 views

საზოგადოებრივ აზრს ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, და ამ ქვეყნების მმართველები მეტნაკლები ხარისხით უსმენენ მათ. მაგრამ რაოდენ ცივილიზებულად არ უნდა ვთვლიდეთ საკუთარ სახელმწიფოს, დღევანდელ ვითარებაში საზოგადოებრივ აზრის შესწავლა ფაქტიურად არავის, მითუმეტეს სახელმწიფოს მმართველობის ზედა ეშელონებში, აინტერესებს. ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მე–4 წევრმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეჭვქვეშ დააყენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო გამოკითხვა. არადა ეს ინსტირუტი ხშირად ღებულობს სამთავრობო დაკვეთებს. თუ 8 წლის წინანდელ ისტორიას გავიხსენებთ, ნაციონალური მოძრაობა ასევე აყენებდა ეჭვქვეშ ამავე ინსტიტუტის ანალოგიურ გამოკითხვას.

რატომ ატყდა ამხელა ხმაური ასეთი გამოკითხვის გარშემო? იმიტომ რომ იგი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას, ერთი პატარა მიზეზის გამო: ყველა ანკეტაში საწყის გვერდზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს რესპოდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლოა, რომ ზემოთხსენებული მონაცემები მოხვდეს “სადაც ჯერ არს”, ხოლო ამას რაც მოჰყვება კაციშვილმა არ იცის. ამიტომ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ასეთი სახის გამოკითხვა წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის აშკარად დაშინების ტოლფასია. ამას ის მათქმევინებს, რომ მე თავად ვაწარმოებდი გამოკითხვებს აჭარის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის პერიოდში. დიდხანს გვჭირდებოდა მე და ჩემს ჯგუფს, რესპოდენტის დარწმუნება იმაში, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო და მათი ასაკისა და სქესის გარდა სხვა პირადი მონაცემები არ გვჭირდებოდა. ასე რომ მინდა ვუთხრა ნაციონალების მე–4 ნომერს, რომ არა მარტო “ქართული ოცნება” აკრიტიკებს ბოლოდროინდელ გამოკითხვას არამედ ჩვენც უბრალო მოკვდავები.

არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ საარჩევნო სიის რიგით მეოთხე ნომერი სანდომიანი სახის მაქსიმუმ 25–ოდე წლის გოგონაა. აქედან დასკვნა: მივექანებით იქეთკენ საიდანაც მოვედით… გავიხსენოთ 2004 წლის მინისტრთა კაბინეტი… როგორც ჩანს ძველმა სახეებმა პარლამენტში ისე “ეფექტურად” ვერ იმუშავეს, როგორც ეს ნაცმოძრაობას სჭირდებოდა.

აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთი დასკვნა: ნაცმოძრაობის რიგებში სერიოზული ინტელექტუალური რესურსის დეფიციტია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...