Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.758

რითია ჩემზე უკეთესი


atrava

1.684 views

რითი მჯობია მიხეილ სააკაშვილი? ცოტა რიტორიკულად კი ჟღერს ეს კითხვა, მაგრამ პასუხი მაქვს: ჯერ ერთი მე არა ვარ ბუნებით ლაჩარი და სხვების ზურგს თუნდაც საკუთარ დაცვას ამოფარებული არ ვლანძღავ ოპონენტებს. მეორე, მე არ მჭირდება, რომ მცველთა მთელი არმია უკან დამსდევდეს. არასოდეს გამოვკიდებივარ თანამდებობას და სამუშაო ადგილებს. სადაც საჭიროდ ვთვლიდი იქ დიპლომატიას ვიყენებდი, სადაც საჭირო იყო იქ ჯიქურ გამქონდა ჩემი. სააკაშვილი კი – იქ სადაც არაა საჭირო – ძალად ეტენება, სადაც აუცილებელია დიპლომატია – იქ დაუფიქრებლად იყენებს ძალას. მერე ფიქრობს ეს რა ჩავიდინეო. მე მაქვს ჩემს მიერ ჩადენილი გაუაზრებელი, ცუდი საქციელის განცდა… მას კი ეს არა აქვს. მართალია მან ინგლისური იცის, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან მინდა განვაცხადო: მესამე ჭიქის მერე ინგლისელსაც ესმის ჩემი და მეც მისი. ასე, რომ მე ტექნიკაში ცოტა ჩახედული ვარ. მიშა? – არ ვიცი. თუმცა მას ეს არ სჭირდება. მასაც უმაღლესი აქვს დამთავრებული და მეც. მას მისიანები ეხმარებოდნენ და გამოცდებს ისე აბარებინებდნენ. მე კი პირველი კურსის შემდეგ ავტომატურად მიწერდნენ ნიშნებს, რადგან მაინტერესებდა ის საგნები, რასაც მასწავლიდნენ. იგი კი დაფრინავ მთელს მსოფლიოში მაგრამ მისი თვალსაწიერი გაცილებით ვიწროა ჩემზე. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი კუდამოძუებული გაურბის დაბომბვას. მე კი ამ დროს გამწვევი პუნქტის კარები ატალახებული მქონდა, მაგრამ მპასუხობდნენ, რომ თურმე არ ვყოფილვარ საჭიროო, და თანაც ასაკი არ გიწყობსო ხელსო. არადა სამხედრო საქმე მასზე უკეთესად ვიცი. ასევე ვიცი ისიც რომ ფულში არ არის ბედნიერება. ვიცი იგი, რომ მე არ შევალ ისტორიაში საწყევარი სახელით. იგი კი… მე თუ ადამიანს სიტყვა მივეცი იგი უნდა შევასრულო. მიშამ კი...

ახლა კი ამიხსნას ნაციონალებმა რატომ უნდა მივცე იმ პარტიას ხმა, რომლის სათავეში ასეთი ადამიანი დგას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...