კონტენტზე გადახტომა






სურათი

ნაცარქექიების ანტიამერიკანიზმი ანუ "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია".

დაპოსტა: urfinjus, 01 March 2013 · 1571 ნახვა

დადებული სურათი"ხოლო ვიეთნიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სიკვდილს-უფუჭეს კაკალსაც კი გატეხვა ჰსურს" გერმანელი. რუსეთმა და ველიკოროსებმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გარეშემო უარეს ინგლისისი ყოფილ კოლონიას(აფსუს არადა თავის დროზე ინგლისის მეფემ რუსეთის მონარქიას 100 000 ჯარისკაცი თხოვა აჯანყებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლველად( სად იყვნენ პუწინი, ზატულინი, დუგინი და სხვა დაუძინებელი ანტიამერიკანისტები). (ვინ იცის რა მოხდებოდა რუსები რომ მაშინ ჩარეულიყვნენ). და უარი მიიღო. კარგა ხანია რუსეთი ამ მითით ცხოვრობს რომ აშშ-ს "მასონური" ხრიკების გამოა ყველა უბედურება რაც რუსეთს საუკუნეების მანძილზე ხელს უშლის იქცეს ეფექტურ სამართლიან განვითარებულ სახელმწიფოდ. რუსების სიზარმაცის და უნიჭობის გამამართლებელი იდეა ანტიამერიკანიზმში დევს. მაგრამ რომ არა 211წლიანი ოკუპაცია ალბათ ეს ახირებული ავადმყოფი სახელმწიფო ნაკლებად საინტერესო იქნებოდა....სხვათა შორის აშშ-ს ერთადერთი ინტერესი რუსეთისადმი მისი ძველი ატომური და ქიმიური იარაღის მარაგია "რამე შემთხვევით არ აუფეთქდეს ამ უბედურსო". თორემ რუსეთი ისეთი საინტერესოა განვითარებულ სამყაროსათვის როგორც ჩემთვის ფილიპინების პროფკავშირები. ყველაზე მხიარული კი ამ ისტორიაში ყოფილი ქართველი რუსეთუმეების მიერ ატაცებული ეს არაკია: საქმე იმაშია რომ რუსეთუმეთა ძველი არაკები "ერთმორწმუნე ორი მოძმე ერის ბლაბლაბლა" აი დოსტოევსკი, ტოლსტოი... აი მეორე მსოფლი ომი.....დიდი ხანია საქართველოში ბოლო იდიოტზეც აღარ მოქმედებს....ისე რომ ოდეს ვერ იპოვეს თავისი ადგილი რუსეთუმეებმა იგივე რუსეთის ლიბერტინებმა(გათავისუფლებულმა(ისტორიამ გაათავისუფლა ეგ დანიშნული გონების მონები)), დაიწყეს რუსული ძველი არაკის დეკლამირება "ბოროტი ამერიკის მზაკვრულ ჩანაფიქრზე დაიპყროს და დაიმონოს საქართველო". არაკი უმეცარ მასაში "დამათრობელი თავისუფლების" გრადუსითაა გაზავებული: არ გვინდა არც რუსეთი(ბიძინას მსგავსად ძალიან მდიდარი უნდა იყო რომ ეს სიბრიყვე დაახეთქო "რუსეთი საქართველოზე დემოკრატიული ქვეყანაა და ოკუპაციაზე აღარ ვილაპარეაკებ აქაოდა ოკუპანტებს წყინთ"-ო და შეგრჩეს როგორც ტურისტ-პოლიტიკოსს.) და არც ამერიკაო!!! რადგან ორივე მტერია ორივეს საქართველოს დამონება უნდაო! აქ რუსეთუმეებს რომლებიც ყველა ბრძოლაზე მაღლა დგანან სისუსტე გამოუჩნდათ რამდენადაც გაშმაგებით ესხმიან "იმპერიალისტ" იანკებს (ვინ იცის რა მოულანდეს რუსებმა ამ პარანოიკებს) მით ნაკლებად ემეტებათ ავის თქმა ყოფილ ბატონზე და ახლანდელ ოკუპანტზე რუსეთზე. ოკუპანტის და მტრის კრიტიკა სახიფათოა ამას გეტყვით ყველა ვინც 1801წლიდან დღემდე რუსეთს საქართველოს დამპყრობელად აღიქვამს, შეიძლება დაიღუპო, შეიძლება ისე დაიღუპო რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს როცა რუსთთან იბრძვი თავისუფლებისათვის. აი ამერიკასთან ბრძოლა "თავისუფლებისათვის" სულ სხვა საქმეა(არც სახიფათოა, იანკის მეგობარი გონიხარ და გეხმარება(ობამას არ ვგულისხმობ)) დიდ სიმამაცეს და გონების დაძაბვას არ მოითხოვს: გადახედე ლეონტიევის, დუგინის, მარკოვის, მიგრანიანის ზატულინის ნაროჩნინსკაიას და სხვა რუსი "განმანათლებლების" ტვინის ნაჟურს რუსეთის მაგივრად ჩასვი საქართველო(ერთი ორი ჩასწორებით) და ებრძოლე აშშ-ს, მართალია აშშ-ში შენ რომ მისი მონობიდან გათავისუფლებისათვის იბრძვი არ იციან(თავისი ზანგი მონები ეიბ ლინკოლნმა 1862-63 წლებში გაათავისუფლა) მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია იმათ ჯინაზე ვინც რუსულ ოკუპაციას ებრძვის, შენც გყავს მტერი და ეს აშშ-ა. მოსახერხებელია უხიფათოა(ამასთან თუ შენი ნიჭი არსად მსოფლიოში არ საღდება, ამერიკის გინებაში შეიძლება დაგიფასდეს) და უკვე აღარ ხარ რუსეთუმე(გეგონოს) არამედ რაღაც უფრო მეტი ხარ ე.ი. ანტიამერიკანისტი......ასეთები არიან დღევანდელი ანტიამერიკანისტები ყველაფერზე მაღლა მდგომი მოინტელიგენტო კაცუნები დამორცხვილი რუსეთუმეები.....და გამახსენდა დუმბაძის გმირი რომელიც ხედავს რა რომ ყველამ დაიცვა დისერტაცია "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია"-ო. რუსეთუმე ოპო ხედავს რომ ქვეყანას ომი აქვს რუსეთთან და ვინაიდან რუსეთთან ომი მათი სილაჩრის და გაუღწევლობის გამო მკრეხელობაა, მათაც დაიწყეს თავისი (იდეოლოგიური რუსული )ომი საქართველოს მოკავშირესთან(ასეა თუ ისე) აშშ-სთან...ამ ომში რუსეთუმემ იცის არაფერი არ ემუქრება, შეიძლება საიდანღაც ტუგრიკები გადმოგიგდონ თუ კარგად ორიგინალურად აგინე, რაც მთავარია ერთგვარი ონანისტური სათისფაქციაა საქართველოს ხელისუფლებასთან. ისე რომ დღევანდელი რუსეთუმე აღარ ეწევა რუსეთის აპოლოგიას იგი "გმირულად ებრძვის" აშშ-ს "ქართული ოცნების" განსახორციელებლად. თურმე ნუ იტყვი ოკუპანტის ვიზით გამდიდრებულმა იცის რაშია ქართველთა ოცნება.....ნეტარ არიან ანტიამერიკელები ოდეს მათ "სამართლიან ბრძოლას" წინ არავინ არ აღუდგება(მართლა არავინ გაუწევს წინააღმდეგობას რამეთუ "გიჟი მიუშვი ნებასა...")......ანტიამერიკელები და მეტრორუსეთუმეები საქართველოს "ჭეშმარიტი დამოუკიდებობისათვის იბრძვიან": ნეტარია აღუწერლად ნეტარია ყოველი მათი ილუზიათაგანი..... დაწერილია 2012 წლის ზაფხულში.




აგვისტო 2019

    123
45678910
11121314151617
181920212223 24
25262728293031