Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    82.313

"ისევ ორიანი" ანუ ჭორვილელი ჩაიდანის 95 თეზისის კრახი და ვერშემდგარი ბულლა საქართველოზე.


urfinjus

3.717 views

blog-0885804001341673687.jpgჭორვილას დიდმა მაგისტრმა, მსხვილმა მოწილემ სკვითთა გაზოლინისა და პეტრელიოს მილებისა, გადაწყვიტა(ესე ურჩია 18 წმინდა ავანტურისტ მამათა ხურალმა გამოწერილმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან) მოეწვია დიდი ევროპული პანჩაიათი ოდეს დაგმობილიყო ქართლის ცხოვრება როგორც ერესი ხოლო მმართველნი ქვეყნისა შერაცხულ ყოფილიყვნენ ვითარცა ერეტიკოსნი. თვით ნეტარი თინათინი აფრინა სტრასბურგს გრძნეულმა ბიძინამ აღჭურვა რა მძიმე რუსული ქისებით აქოთებული ნავთის სუნით(აქაოდა ფულს სუნი არა აქვსო). და გადასცა ქისანი იგი ბიძინასი ყველაზე გაიძვერეთ იმ მხარეში ნეტარმან თინამ და აღიძრა პანჩაითაი დასაგმობად საქართველოსა ზედა(როგორც ფიქრობდნენ ბიძინას ნაყიდი გაიძვერეები)....მაგრამ ჰოი საკვირველებავ არ გაიყიდა ევროპა ბოლომდე და იქით ამხილეს ძლევა–ნავთობმოსილი ჭორვილას მაგისტრი ჭორების გავრცელებაში საკუთარ თავსა ზედა....".მუნ კრავდ მოაქვსო თავი რუსულ კარავშიდ გამოკვებილ მგელსო"– რქუა ბოლოს ჭორვილას მაგისტრზედ ბალტიელმა ბრძენკაცმა რაზეც პოლონეთის ჰუსარებიც დაეთანმხდნენ.......და გამოემართა საქართველოსაკენ ღირსი დედა თინათინ სასომოხდილი უბედურებით(ოდეს იცოდა რომ ჭორვილას მაგისტრის ესეთი ფიასკო მას წყალობას არ მოჰმატებდა....არადა დიდი იყო ეს წყალობა და გია სოროსის ნამათხოვარს ათგზის აღემატებოდა)....ღრმად შეისუნთქა ღირსმა დედა თინათინმა ოდეს საქართველოს საზღვარს მოუახლოვდა და ახლად მოფიქრებული ოროსნული ჭორები(ვინ იცის მერამდენედ) მოიმარჯვა პრესასთან საბრძოლველად ოდეს: "L'attaque — le meilleur moyen de la protection"

7 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...