კონტენტზე გადახტომა






სურათი

რა შეიცვალა?

დაპოსტა: lasha_alo, ში პოლიტიკა, არაკატეგორიზირებული 14 March 2013 · 2386 ნახვა

მეგობართან ერთად სტუდენტურ ტურნირებს ვატარებდი და მიწევდა მაშინდელ კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტებში სიარული.

ეპიზოდი 1 სამედიცინო ინსტიტუტი "......"

შიგნით კარგად გარემონტებული აუდიტორიები დამხვდა, მოწესრიგებული გარემო, კონტიგენტი ნორმალური,მაგრამ ერთმა დეტალმა მიიპყრო ყურადღება- კედლები რექტორის სურათებით იყო გავსებული , ყველა ადმინისტრაციულ ოთახში მისი სათვალებიანი სახე მიყურებდა + დამხვდა პრორექტორი იდეოლოგიურ მუშაობაში(სამედიცინო ინსტიტუტი !!!), რომელსაც თავისთან პატივცემული გვამის ერთის მაგივრად რამდენიმე პორტრეტი ქონდა "დაინსტალირებული".

ეპიზოდი 2 უნივერსიტეტი"######"

დაკავებული ქონდათ 2სართული, ქვევით ცოტა ავი დარაჯი, მომღიმარი რექტორი,მაგრამ რამდენჯერაც შევხვდი, იმდენჯერ თავისი წარსული გამოცდილების ფოტოები გადმომიღო. შეგვპირდებოდა ოქროს მთებს და რათქმაუნდა გადაგვაგდებდა :))))

ერთხელაც გაზეთში ამოვიკითხე, ეს სასწავლებელი მისი სახელობის გამხდარა და შემეცოდა, ეტყობა მოკვდა კაცი :(, თან ცოტა გამეხარდა, იქნებ მემკვიდრე მაინც დამხვდეს ცოტა ადეკვატური. ვესტუმრე, ველი მის მემკვიდრეს და უცებ ნაცნობი ძია არ გამოვიდა? რა მექნა? ზომბი ბაბუას დავემშვიდობე.

ეპიზოდი 3 ....ეპიზოდი 4 ნამეტანი იქნება :დ

ეს ისე, პატარა ინფორმაცია განსჯისათვის :)

დასკვნებით სპეციალურად არ „გავაჯაზებ“ თქვენთვის მომინდია ;)
ვიცი "ვაპრავებ, ამის დასაწერად არ შეწუხდეთ




მეგობარი და პარტნიორი საიტები

აგვისტო 2019

    123
45678910
11121314151617
1819 20 21222324
25262728293031