კონტენტზე გადახტომა






სურათი

ოცი წლის წინ ......

დაპოსტა: lasha_alo, 22 December 2012 · 1920 ნახვა

2 წლის წინ რომელიღაც თემაში დავპოსტე. გადავხედე, ოდნავ შევარემონტე და ბლოგში ვათავსებ.
იმ პერიოდის სტილი დაცულია. ;)

20 დეკემბერი 1990წ.
მიტინგზე მივედი,მაინტერესებს რას იტყვიან.....
რესპუბლიკის მოედანზე დიდი რაოდენობით ხალხი მოგროვდა. პარლამენტის წინ კი მომიტინგეები საგრძნობლად შემცირდნენ,მაგრამ მაინც აღემატება გაერთიანებულ ოპოკრებას....
ყველას დაძაბული სახე აქვს .
მეგობრებთან ერთად ჩვენთვის ვიცინივართ, ვითომ გვკიდია, მაგრამ ყველანი ვატყობთ , გარშემო დენთის სუნი ტრიალებს.
-აუ წავიდეთ რა აქიდან, ჯოკერი ვითამაშოთ...
-კარგი რა შჩმ, არ გაინტერესებს რა იქნება....
-ამათი დ.შ ერთისაც და მეორესიც . ხვალ გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი...
მიკროფონთან სათვალიანი , ინტილიგენტი ტიპი მივიდა...
-ვინაა ეს შჩ?!
-ლომოურია აკადემიკოსი , შე დებილო...
"მეგობრებო, აბა ორგანიზირებულად დავიძრათ მთავრობის სახლის მიმართულებით და ჩვენი ხმა გავაგონოთ გამსახურდიას !!!!!!!!!!
-გადაირია?!
-........

ჰმ,აღარც მახსოვს ვინ რას მელაპარაკებოდა. ხუმრობის და ჯოკრის ხასიათზე აღარ ვიყავი. დაპირისპირება უკვე რეალური გახდა. ოპოზიციის აქტივისტი სტუდენტები სატვირთო მანქანებში შევნიშნე, ბარიკადების წინ წაწევა სურდათ. იქითა მხრიდან ვიღაც მდედრიონელები წიკვინებდნენ. ამ კარვის ქალების შემხედვარე კიდევ უფრო დავიძაბე.

იყო მომენტი, როცა თითქოს მომიტინგებმა მშვიდი საუბარი დაიწყეს . აურა განიმუხტა, მაგრამ სიგუამ რაღაც მიკროფონიანი ცისფერი მანქანიდან თავისიანებს ძალების მობილიზაციისაკენ მოუწოდა. იმ ღამე ხალხის ნაწილი იქ დარჩა. მე სახლში გვიან წამოვედი. უკვე ვიცოდი დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ერთი მხრივ ზვიადის გარემოცვა გულზე არ მეხატებოდა, ნაწილობრივ ოპოზიციის მოთხოვნებს ვეთანხმებოდი,მაგრამ იმ დღეს ჩემში ყველაფერი შეიცვალა , ლომოურის სიფათი დღემდე მახსოვს და იმ "ინტილიგენტების" ქცევა, ვისაც მორალი არ ყოფნის საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს.

21ში სახლში დავრჩი. იმ დღის ინციდენტები უკვე ლოგიკურ გაგრძელებად მეჩვენა,მაგრამ მაინც იმედი მქონდა...... ტყვია არ გავარდებოდა.
სულ ტყუილად....

22ში გავარდა..., ის მეგაფონიანი მანქანა შევნიშნე დამწვარი.
სპექტაკლი კი უკვე მანამდე დადგმული იყო....
ასე დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა ......
ჩემი ოცნებაც შინდისფერ შავთეთრ ფერიანი
ჩვენი ხელით , პრეზიდენტის გარშემო არსებული ბრიყვი გარემოცვის ნაწილის , ორდენოსანი ინტილიგენტების , რენეგატი სიგუასა და გარეწარი კიტოვანის მონაწილეობით.

იანვრის პირვლ დღეებში ვინმე შარაშენიძე ჰიდფჰბვვრვ კონვენციებზე მოხმობით საუბრობდა "სახალხო ამბოხების" უფლებაზე .
ვიცი, ის კაცი ცოცხალი არაა და შესაძლოა სხვა დროს კარგი საქმეებიც უკეთებია,მაგრამ მიმიფურთხებია ამ ტიპის სამართლისათვის .


გვახსოვდეს 22 დეკემბერი!!






მეგობარი და პარტნიორი საიტები

ივნისი 2019

      1
2345678
9101112131415
16 17 1819202122
23242526272829
30