კონტენტზე გადახტომა






სურათი

მოკლედ......

დაპოსტა: lasha_alo, 11 December 2012 · 1524 ნახვა

ვეკუთვნი იმ თაობას , ვინც 37 მანეთად ვერ ჩაფრინდა მოსკოვში, მაგრამ სამაგიეროდ ონლაინ რეჟიმში იხილა ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩერნენკოს დასაფლავება.
მის თვალწინ აენთო და ჩაქვრა პერესტროიკის პროჟექტორი ,
დაემხო მსოფლიო ისტორიაში ერთერთი უდიდესი იმპერია,
გამოიარა 9 აპრილი,
ეროვნული მოძრაობის აღზევება,დაცემა, შუაზე გაყოფა,
კონგრესისტების მწვავე დაპირისპირება „მრგვალებთან“.
28 ოქტომბერი, პრეზიდენტი გამსახურდია, გამოსვლები ზვიადის წინააღმდეგ,
პუტჩი, შეიარაღებული დაპირისპირება სამეგრელოში, აფხაზეთის ომი, კაპიტულაცია, ბალტინი, მხედრიონი, საძმოები , დაკარგული მეგობრები, მთლიანად მთელი თაობა, ტერაქტები, შედარებითი სტაბილიზაციის იმიტაცია,უიმედობა, უშუქობა, სანთლის შუქზე ნასწავლი „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ნავთის რიგი, გიხაროდენ არჩევნები, თეთრ მელასთან სიყვარულში მყოფი დეფორმატორები, სტუდენტური პროტესტი, არჩევნები, „რეფორმატორთა“ მიერ მოწყობილი ვარდების რევოლუცია, იმედი, იმედგაცრუება, პატრული, 24/7 პრეზიდენტი ტელევიზორში, აქციები, 7 ნოემბერი, გამარჯვებული სააკაშვილი, დამარცხებული ქვეყანა, დაკარგული ტერიტორიების არეალის ფართოება, კვლავ აქციები, ოპოზიციის ფიასკო, ნაცების სრული დეგრადაცია, ივანიშვილი, იმედები, ავტორიტარი პრეზიდენტი ავლაბრის პრინცად და......
To be continued
.....




მეგობარი და პარტნიორი საიტები

ივნისი 2019

      1
2345678
9101112131415
16 171819202122
23242526272829
30