კონტენტზე გადახტომა






სურათი

ვარდების რევოლუცია,2003წელი, ჩხოროწყუ

დაპოსტა: lasha_alo, ში პოლიტიკა 23 November 2012 · 1562 ნახვა

2003 წელი ხაბუმეში გავატარე.
მომბეზრდა ქალაქი….
სოფლის სუსხი უფრო სასიამუვნო აღმოჩნდა, ვიდრე თბილისური უმუშევრობა ,უსუსურობის განცდა და ქრონიკული ყოფითი პრობლემები.
გამიმართლა....
იმ წელს არ ყინავდა, საკუთარი შეშაც მქონდა და ბუხარიც...
პოლიტიკა?
ასლან აბაშიძის თანხით, ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ხიდის გარემონტებას დაგვპირდა. კოშმარი იყო, მანქანით მოძრაობა სოფელში შეუძლებელი გახლდათ და ამიტომ ადგილობრივებმა მეც მთხოვეს წინასაარჩევნოდ დავხმარებოდი.
უფ, რამდენი ლექსი მოვისმინე კანდიდატ-მესიებზე ?
თუ ჩემთან ერთი „მხსნელი“ აქტიურობდა, ლესიჭინეში ,სადაც მეთვალყურედ გამაგზავნეს, მეორე.
აშკარად მივხვდი ჩემ „რჩეულს“ შანსი არ ქონდა, მაინც შეძლებისდაგვარად დავეხმარე,თუმცა ეს არჩევნების გარდა ყველაფერი იყო :dash2:
ვის აინტერესებდა პარტიები?
რაიონში გადამწყვეტი მაჟორიტარებს შორის ჭიდაობა იქცა.
ზუსტად იგივე ხდებოდა მეზობელ რაიონებშიც და შესაბამისად მოხდა ძალთა გადაჯგუფებაც.
მოსალოდნელი მოხდა, კონკურენტმა გაიმარჯვა, შედეგები დამტკიცდა...თბილისში კი ცნობილი მოვლენები დაიწყო.
ანტიშევარდნაძისტულ აქციებს საყოველთაო მხარდაჭერა ქონდა. მთელ სამეგრელოში ერთ ნეიტრალურ ადამიანსაც ვერ იპოვიდით.
ყველას მობეზრდა თეთრი მელა.
მეც...
თუმცა თბილისში შეგნებულად არ წავედი. დიდი ნდობა არ მქონდა აქციების „ავანგარდის „მიმართ...
.ვამჯობინე გამეგრძელებინა შვებულება გაზაფხულის დადგომამდე.
აქციებს თანავუგრძნობდი,მაგრამ სააკაშვილი კარგად ვიცოდი რა „მოხელე-ნაჩალნიკიც“ იყო...
სოფლის ბირჟაზე ყველა მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობდა. ძალიან „დაცხა“, მთელი სოფელი მზად იყო აქციაზე ჩასასვლელად.
საჭირო არ გახდა....
23ში ყველაფერი დამთავრდა....
ვერ ვიტყოდი,რომ არ ველოდი...
ვერც იმას მოგატყუილებთ,რომ წინასწარ ვიცოდი.
ერთი კი ფაქტი გახლდათ, საყოველთაო ზიზღი იმ მაშტაბის მიაღწია,რომ შევარდნაძის წასვლა გარშემო ეჭვს არ იწვევდა.
იმ დღეს ბიჭები ჩემთან ამოვიდნენ,მოიტანეს ღვინო, მშვიდობა ვადღეგრძელეთ და ღამემდე ტელევიზორს ვუყურებდით.
არ ვეთანხმები, თითქოს ეს იყო სააკაშვილის სიბრძნის პროდუქტი. ის უბრალოდ აღმოჩნდა სწორ დროს იქ,სადაც სხვებმა ვერ გაბედეს მისვლა. ცხადია, ესეც პოლიტიკოსის თვისებაა,მაგრამ ეს კაცი მაშინაც ჩემთვის შევარდნაძიზმის სახე გახლდათ, მისი რეჟიმის შვილი.
ვარდების მოვლენების დროს საზოგადოებამ ვერდიქტი გამოუტანა შევარდნაძისტულ კლეპტოკრატიას, აირჩია პროდასავლური კურსი და დემოკრატიული ღირებულები.სამწუხაროდ მაშინდელმა ახალმა ხელისუფლებამ ვერ ისარგებლა ამ მონაპოვრით. პირველივე სხდომაზე „გაპრავდა“ "მეცენატ მაჟორიტართა" ინსტიტუტი, გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება.მოკლედ წავედით სხვა მიმართულებით...
დადგმულია?
ჰმ, კულუარული პროცესები ყოველთვის თან ახლავს ასეთ დღეებს. მთავარი არსებითი მხარეა....ამდენად ეს დღე ისტორიის საინტერესო ფურცელია,რომელმაც ქვეყანა შეცვალა
გილოცავთ გიორგობას და ყველას გისურვებთ დამშვიდებულ საქართველოში გვეცხოვროს.




მეგობარი და პარტნიორი საიტები

ივნისი 2019

      1
2345678
9101112131415
16 171819202122
23242526272829
30