კონტენტზე გადახტომა






სურათი

ხაბუმელი ზოროს თავგადასავალი

დაპოსტა: lasha_alo, 05 November 2012 · 1874 ნახვა

ახლობელმა მდინარეში გაგრილება შემომთავაზა....

მეც ჩვეულობრივად შევცურე წყალში, მაგრამ 2 წუთი არ იყო გასული , ვიღაც უცხო ტიპი მომეპარა, თავი ლამის მდინარის ფსკერამდე ჩამაყოფინა ,თან როცა გაჭირვებით იქიდან ამოვყვინთე, "პრივეტ " მომაძახა და ცალი ხელი "ჯიგრულად" ამიწია . :|

იმდენად დიდი იყო გაოგნება, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ან რას ვიტყოდი ...3-4 ჯერ გაიმეორა მანევრი , ხოლო ამოყვინთისას გაკვირვებული ვუსმენდი მის რეპლიკებს:

-ოჯახში ხომ კარგადა ხართ?!

.....ყლუუუუუპ .....

-მამაშენი როგორაა?.....

.....ყლუპ ......

--მომიკითხე

.....ყლუუუუპ .....

როგორც იქნა, რიტუალი დასრულდა, გაოგნებული შოკიდან ძლივს გამოვედი და სანამ ჩხუბს დავუწყებდი, ახლობელს ვკითხე, თუ ვინ იყო ეს უცნაური ადამიანი..

-კაცოოოოოოოოო, ვერ იცანი ?!

-რა უნდა ვიცნო,კინაღამ დამახრჩო. მთვრალი თუა წაიყვანეთ სახლში. მაინცდამაინც უნდა ვცემო ?!

პაუზა.....

-ზოროა,ეს ზორო....არ გეცნო?!

ეეე, ესენი ან მწარედ მეკაიფებიან ან წინა დღით მოწეულმა მარიხუანამ ახლა შემახსენა თავი..:დ

-რა ზორო?

-ზორო, ზორო. მთელი სოფელი იცნობს.არაფერი უთხრა, მთვრალია, მთვრალი -წარმოიდგინეთ მეგრული აქცენტი და სავსებით სერიოზული გამომეტყველება.

შევხედე, არც ბანდერასს გავდა და არც შონ კონერს, აშკარად მეკაიფებიან , გავიფიქრე ....გადავწყვიტე არ დამეძაბა სიტუაცია. მითუმეტეს ტიპმა ისეთი გადამკოცნა, ლოყა ლამის მომწყვიტა . აი ბოლოს კი სიგარეტი გამომართვა,კიდევ გადამეხვია,ჩემს თეთრ მაისურზე გემრიელად შეიწმინდა ქვიშიანი ხელები და მდუმარედ დამემშვიდობა.:D

გაგიჟებული ახლობელს ვეცი.......

მართლა ზოროა, ზოროოოოო .არ გატყუებ...

მეორეს ვკითხე ...." ხოხ, ლაშა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ზოროა , ეგ ზორო. დიდებული კაცი. ოქროს გული აქვს.ახლა ცოტა ნასვამი იყო, კარგად ისვრის. ცხენები და ნადირობა უყვარს

-რა მოწიეთ? :| მეც მომაწევინეთ :|

კაიფობდნენ?!

უუუუპს, ეს კაცი ნამდვილად ზორო იყო , მართალია ნიღაბი არ ეკეთა ,მაგრამ მისი რეალური სახელია ზ ო რ ო .




მეგობარი და პარტნიორი საიტები

ივნისი 2019

      1
2345678
9101112131415
161718 19 202122
23242526272829
30