Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    310.466

linkedin- მსოფლიოს #1 საქმიანი სოციალური ქსელი


lasha_alo

4.442 views

საქართველოში ლინკედინი განსაკუთრებით პოპულარული არაა....

მიზეზი გასაგებია...

ქართულენოვანი მომხმარებელთათვის მისი ინტერფეისი და ფუნქციონალური დანიშნულება მაინც და მაინც მეგობრული არაა, თუმცა მისი პოტენციალი ალბათ დროა ჩვენთანაც სათანადოდ შევაფასოთ.

li-companies-directory.jpg

linkedin-profile.png

ll.png

საიტს მოყვარულთა გარკვეული წრე ჩვენშიც ყავს, ქართველებს შორის საქმიანი ადამიანების ასეულობით პროფილი აღმოვაჩინე. უმეტესწილად ესაა ინგლისური ენის კარგად მცოდნე აუდიტორია, რომელმაც იცის ამ საიტის ავტორიტეტი და შესაძლებლობანი.

მე? ინტერესის გამო დავრეგისტრირდი. ნელ-ნელა კი აქაურობა სასიამუვნოდ მაკვირვებს.

ოფიციალური არხი იუთუბზე

http://www.youtube.com/user/LinkedIn

 

საიტი 2002-2003 წლებში ჩამოყალიბდა,როგორც სპეციალური ქსელი საქმიანი კონტაქტებისათვის. ყავს 200 მილიონი მომხმარებელი და დამსაქმებელთათვის კადრების მოძიებისათვის კარგი და პრაქტიკული ველია.

 

მის სათავეებთან მილიარდელი რიდ ჰოფმანი დგას.მას იზიდავს ინტერნეტ-ბიზნესი და საკუთარი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ამ სფეროში დააგროვა. ამ მოსაწყენმა ძიამ ლინქედინი სერიოზულ ფულის წყაროდ აქცია.

 

დღევანდელი CEOს ჯეფ ფეინერმა კი კომპანიის ფინანსური პოტენციალი კი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა . „ თუ ცუკენბერგი თქვენი დროის მონეტიზირებას ახერხებს, ფეინერი თქვენი ინფორმაციით ზრდის კაპიტალს “- ამბობენ ექსპერტები.

 

ამ მომენტისათვის ყველა სერიოზული კორპორაცია,ფირმა და მენეჯერი ლინკედინის სერვისით სარგებლობს. მათ აინტერესებთ საიტის მომხმარებელთა უნიკალური ბაზაშო კომპეტენტური კადრების მოძიების შესაძლებლობა

საიტზე არის ჯგუფები, კომპანიების "ფოლოუინგის"შესაძლებლობა ანუ თქვენ შეგიძლიათ იგი ინფორმაციების მოძიებისთვისაც გამოიყენოთ.

dzieba.png

dzieba2.png

დააკვირდით სქრინშოთს- ესაა ნაცნობების მოძიების არაპრემიალური სისტემა. საიტს კარგად აქვს ათვისებული თავისი ნიშა. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ პარტნიორი და შესაძლო თანამშრომელი. ყველაფერი სადა და მომხმარებლისათვის პრაქტიკული. :)

არსებობს პრემიუმი.. თუ იცით რისთვის გნებავთ შეგიძლიათ სხვა შესაძლებლობანი დაამატოთ.

 

საიტზე შეგიძლიათ შეაფასოთ ადამიანების პროფესიონალიზმი, რითაც პოტენციურ დამსაქმებელს გარკვეულ დახმარებას უწევთ.

 

ლინქედინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სერვისი შეიძინა . მათ შორის slideshare . შარშან კი, სერიოზული ჩავარდნა ქონდათ, როცა ჰაკერებმა მომხმარებელთა ბაზის ჰეში წაართვეს და კომპანიას ბოდიშების მოხდა მოუწიათ.

 

მიუხედავად ამისა, პოზიციები არ დაუკარგიათ. მეტიც, ბოლო პერიოდში ინტერფეისმა მეტამორფოზა განიცადა-საიტზე ვიპ ბლოგები მომრავლდა და გაზიარების სერვისიც ტრანსფორმირდა.

 

როგორც ჩანს #1 საქმიანი სოციალური ქსელი ფეისბუქის მინდორზეც გადმოდის. რეზიუმეს მაგივრად აქცენტი პროფილზე კეთდება და ამით გარკვეულ განაცხადს აკეთებს,რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდებიან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...