Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    310.644

საავტორო უფლებები და მომხმარებელი . შევხედოთ სხვადასხვა რაკურსიდან


lasha_alo

2.822 views

http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/ATD_CopyrightInfringements.jpg

ინტერნეტი ზეკორპორაციული იმპერია გახდა და დიდი ხანია დაიწყო მომხმარებელთა და საავტორო უფლებების მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესების კონფლიქტი .

 

ვინ არის მტყუანი ?

 

სად გადის ოქროს შუალედი ?

 

 

მესმის იმ ადამიანების , ვინც პროდუქტს შექმნის , სურს ფული იშოვოს და ვიღაც ჩემნაირი ამას უფასოდ ავრცელებს.

 

ცხადია, მისი მისი უფლებები ირღვევა,თუმცა ინტერნეტი თავისი ხასიათით ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პრინციპს ემყარება და თუ მარტივად დავიცავთ ყველა წესს , აღმოჩნდება, რომ მოვხდებით „საოცრებათა ქვეყანაში“ ,რომელიც სხვათაშორის ფირმა“ადობეს „ მიერ გამოიცა და არც მეტი არც ნაკლები , კომპანიის მოთხოვნებში მითითებული იყო, რომ მისი ხმამაღლა წაკითხვაც კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს…..

 

საგიჟეთია?

 

 

არა,სამწუხაროდ რეალობაა. ამერიკული კანონმდებელიც კი კინაღამ საღ აზრს მთლიანად მოწყდა და ინიცირებული კანონით კორეული ტიპის შეზღუდვებამდე ცოტაღა აკლდა. ოდნავ შერბილდა ფორმულირები, მაგრამ ინტერნეტ-ომი გრძელდება-იკეტება ასაქაჩი საიტები,ტორენტ-ტრეკერები და გონივრული ზღვარი სავარაუდოდ ჯერჯერობით არ ჩანს.

 

შევხედოთ მონეტის ორივე მხარეს:

 

 

სოპას პრობლემა მარტივი კაპრიზი არაა.

 

წარმოიდგინეთ, n კომპოზიციის ავტორი ნახულობს ფაილს,რომელიც დევს სადღაც, nklhnikbhikbh.comზე. გასასაჩივრებლად მიდის , მას მოპასუხედ ხვდება საიტის ადმინისტრატორი,რომელიც ეუბნება, რომ პორტალმა მხოლოდ ლინკი მიუთითა , უმჯობესია მიმართოს ფაილების ასაქაჩ ujguguguyguyguyguyg.netს, ის თუ უშველის,თორემ თვითონ უდანაშაულოა.

 

სასამართლოს მიერ საიტი უქმდება, ასაქაჩი საიტიდან კი პროტესტის ნიშნად, ჰიპერბმული ასეულობით სხვა პორტალზეა უკვე დადებული. ამიტომაც მისთვის არსებობს 2 მარტივი გამოსავალი ან სახელმწიფო მექანიზმებით შეიზღუდოს მომხმარებელი ან გაუქმდეს პირველწყარო.

 

ვარიანტი ა ნაწილობრივ ჩაფლავდა, გადადის ბ გეგმაზე – filesharing-ს სხვადასხვა სახეობების ჩაძირვა.

 

მაგრამ მოდით ქართველი მომხმარებლის პოზიციიდან შევხედოთ.

 

ბატონმა xმა იყიდა კომპიუტერი, მეზობელი გერონტი 20 ლარად უწერს ოპერაციულ სისტემას . სდექ, კანონის შესაბამისად ორივე კრიმინალია! ლიცენზირებული ვინდოუზის ღირებულება ძალიან მაღალია, თქვენ სარგებლობთ უკანონო კოპიით . გაქვთ ალტერნატივა ჩაიწეროთ თავისუფლად გავრცელებადი LINUX ,მაგრამ მასზე ყველა სოფტი , ბავშვისთვის საყვარელი თამაში ვერ განთავსდება .

 

თუ თქვენ „ლეგიტიმური“ შვიდიანი დააინსტალირეთ, თითოეული თამაში თუ სოფტი ცალკე ფულს გთხოვთ, ფილმების ხილვაზე დოლარები უნდა ხარჯო და საყვარელი ანსამბლის დისკს კი თუ კანონით გინდა, სადმე ევროპულ ფასებში წააწყდები.

 

ძნელია ცთუნებას გაუძლო, არა?

 

ამ სიტუაციიდან არის გამოსავალი . პროგრამების ნაწილი უფასოა (freeware) ან შესაძლებელია გარკვეული დროით ან შეზღუდვებით (shareware)ისარგებლოთ,მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებელთა 95 პროცენტი ასეთ პატიოსან ყოფას ფინანსურად მაინც ვერ მიწვდება. მწარმოებლები კი კომპრომისზე წასვლას სულაც არ აპირებენ. ჩვენს გამო პროდუქციის ფასების შემცირებასაც კი არავინ დაიწყებს ანუ თქვენ, მოქალაქე მკითხველო, თქვენი ვინდოუზით, ნოდ32ით, კასპერსკით, ფოტოშოპით , დრიმვიუვერით, თამაშებით თუ ა.შ კორპორაციების მიერ ბრალდებული ხართ საავტორო უფლებების დარღვევაში!

 

ჩემს ლოგიკასთან დაკავშირებით უკვე ვგრძნობ ერთეულების პროტესტს-„თუ პროდუქტი ფასიანია , არავინ მაღაზიაში არ გაჩუქებს“,მაგრამ ჩემი,როგორც მომხმარებლის უფლებებსაც ხომ უნდა იყოს დაცული ?

 

საავტორო,მუსიკალური საზოგადოებების ზეწოლით, კანონებით ინტერნეტ პროვაიდერი წნეხში ექცევა- ის ვალდებულია დაამუხრუჭოს საკუთარი იუზერის „მავნე“ ჩვევა.ეს კი გულისხმობს ვიღაც გაურკვეველი ვირთხა ჩემს კონტაქტებში იქექებოდეს, მიკონტროლოს რა გადმოვიწერე და რა არა. სულაც არ მსურს პირადი მიმოწერა ვიღაც კანტორის ინტერესების დაცვის გამო მთლიანად დაუცველი იყოს. იქნებ სულაც არ მიზიდავს მათი საქონელი, ოჯახის წევრებთან მინდა დავწერო გზავნილი ვირტუალური დამსწრეების გარეშე. კი ბატონო, აუცილებელია პატივი ვცე საავტორო უფლებებს,თუმცა როცა ამის გამო ჩემს ნივთებში ძვრებიან, მუშტის მოქნევის ხასიათზე ვდგები.

 

ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა მაშფოთებს და ვერავითარი ავაზაკი ჩიკოტილოს ან პედოფილი ნაძირლის აღმოჩენის სურვილი ვერ მიკმაყოფილებს პროტესტს.

 

მზად ვარ გავუგო მუსიკანტ „ჰ“ს , ვისაც სურს მეტი ჰონორარი ქონდეს, მაგრამ თუ ის ფულის აღებას ჩემი უფლებების უფრო მეტი შელახვით შეეცდება, მაშინ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით.

 

ცალსახა აზრი მაქვს კომერციული მიზნით სხვისი პროდუქციის გამოყენებაზე ,მაგრამ ფაილების გადმოწერაზე რაიმე პასუხისმგებლობა აბეზრობაა .იგივე საიტების მიმართ უდიერი დამოკიდებულება საქართველოშიც შეინიშნება და მეტი პასუხისმგებლობითაა მოსაკიდი სხვების უფლებების მიმართაც.

 

მაგალითები?

 

„აგვისტოს 7 დღის“ გამოსვლა ნეტში იდიოტურად აღინიშნა.დაბლოკეს რამდენიმე საიტი. არ ვიცი, ვინ ბრძენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება,თუმცა მეეჭვება ამას რიგები დაეყენებინა კინოთეატრებთან.

 

„უფასოს“ მოყვარული კინოში მაინც არ წავა. ბოლობოლო მეგობარს დისკს გამოართმევს.

 

ქართული ნეტი საერთოდ ვერ განვითარდებოდა, რომ არა ფაილების თავისუფალი გაზიარება პირველ ეტაპზე „საავტორო უფლებების“ ჩარჩოებში ძნელი იქნებოდა გვეხილა ასი ათასობით მომხმარებელი,რომლებმაც მოდემი ნეტთან მპ3ის გადმოსაწერად შეართეს და არა ჰალსტუხიანი ოლიგარქების ინტერნეტ-მაღაზიებში საძრომიალოდ .

 

არ ვუარყოფ, ეს ქაოსი მოსაწესრიგებელია ,მაგრამ აქ ნოტაციები არ შველის,საჭიროა ღია პროექტების პოპულარიზაცია, საავტორო უფლებების უფრო გონივრული ფორმების დანერგვა. კომერციული საიტების გაჩენის შემთხვევაში ტრაფიკის ფასი იზრდება , აზრი ეძლევა რეკლამას,შესაბამისად კი ვარეზის მაგივრად,უფრო მოწესრიგებული გვერდების გაჩენა გარდაუვალია. ესაა ევოლუციური პროცესი,სადაც საიტების,მომხმარებლების,საავტორო უფლებათა მფლობელების ინტერესები თანმიმდევრულად უნდა შეზავდეს.

 

ძვირფასო სახელმწიფო, ძია ქართველო კომერსანტებო, შეეშვით სერვერების უპრაგუნო გამორთვას. გარისკეთ და პატარა რეკლამა მიიტანეთ თქვენთვის საინტერესო პროექტებში. სულაც არაა წამგებიანი ინტერნეტში ფულის ჩადება.ვგულისხმობ პერსპექტიულ საიტებს….ისე ბლოგების გამოყენების ტექნოლოგიებსაც თუ შეისწავლით,თქვენთვისვე კარგია.ჩვენც არ ვართ დასაკარგი ხალხი. ;)

 

საზღვარგარეთ განიხილება პრობლემის გადაჭრის ცივილური გზები. იგივე იუთუბი ცდილობს საკითხის ნორმალურ ფარგლებში გადაწყვეტას. სრული პანაცეის მოძებნა უბრალოდ არარეალურია. მომხმარებელი ვალდებულია გონივრულობის საზღვრებში დაიცვას თავისი ინტერესები, საავტორო ორგანიზაციებმა კი პრობლემა სასურველია სხვადასხვა რაკურსიდან დაინახონ.

 

დასკვნა

 

კორპორაციები საკუთარ წარმატებებს გვიმტკიცებენ -მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის შედეგად მარტო ამ სახის კონტენტის რეალიზაციის თანხა 5.3 მილიარდ დოლარამდე ავიდა.

 

პატივცემულები აჭარბებენ. მხედველობაშია მისაღები მომხმარებელთა რაოდენობის ზოგადი მატება მსოფლიოში პლუს არაერთი პოპულარული მუსიკალური ჯგუფი ტორენტ-ტრეკერებს სარეკლამო საშუალებად იყენებს.არაფერს ვამბობ საქართველოზე,სადაც ისედაც მკვდარი შოუ ბიზნესი უარს ვერანაირად ვერ იტყვის პროდუქციის ინტერნეტ გავრცელებაზე .თვალს მაინც დახუჭავენ ,რამდენიც არ უნდა იგლოვონ ახლადშექმნილი ქართული საავტორო სააგენტოების წარმომადგენლების გვერდით.

 

საჭიროა ლეგალური დისტრიბუციის ხელშეწყობა, უფასო და ფასიანი გზების სინთეზი.მოკლედ , მომხმარებლების მდგომარეობა საქართველოში დასაცველია!!! ამ დავას აქვს თავისი პოზიტივი- იბადება ერთმანეთის პოზიციების გაგების აუცილებლობა.

 

მთავარია არ იყოს ცენზურა , პეპლის ეფექტით უარესი ბოროტება არ წარმოიშვას.

 

ინტერნეტის კონტროლის სურვილი ხომ ყველა რჯულის ხელისუფლებათა თავის ტკივილია.

 

რუსეთში ბლოგერებს იჭერენ, ვკონტაქტეს თხოვენ ურჩი გვერდების ოფიციალურ დახურვას, კორეაში საერთოდ კომედიაა , ჩინეთი უმკაცრესად აკონტროლებს „ანტისახელმწიფოებრივ“ ინფორმაციებს, ინდოეთში რელიგიური წესების შელახვის მოტივით ანტისამომხარებლო კანონმდებლობებს იღებენ, ევროპა იმდენად აფეტიშებს ოლიგარქთა ინტერესებზე, მომხმარებლები მეკობრეთა საკმაოდ კონკურენტუნარიანი პარტიების შექმნასაც ახერხებენ. შვეციაში კოპირების მეხოტბეებმა საკუთარი რელიგიაც კი შექმნეს , რათა უფლის სახელით დაეცვათ „კოპი-პეისთის „ პრინციპი….ეს პროცესები საყოველთაოა და მე ვარ მაქსიმალურად ნაკლები კონტროლის ფანატიური აპოლოგეტი . არ დაგიმალავთ , ბერნის კონვენციაზე არანაკლებ ჩემი პირადი უსაფრთხოება მაწუხებს,რომელიც კიბერდამნაშავეებისგანაც დასაცველია და ნებისმიერი სახის უცნაური მონიტორინგისაგან.

 

არ ვიცი ამ ბლოგს ვინ როგორ აღიქვავს ,მაგრამ შევეცადე ერთი მომხმარებლის გადმოსახედიდან შემეხედა რთული საკითხისათვის.

 

დისკუსია კი დასაწყებია. მომიტევონ ქართულმა საავტორო საზოგადოებებმა თუ მათ მენტორულ ტონს მინდა დაუპირისპირდეს დისპუტის რეჟიმი .

4 Comments


Recommended Comments

ძალიან ერთხაზოვანი სტატიაა, ჩემის აზრით.

 

კომერციული საავტორო უფლებები ანუ გაზიდვით ფილის შოვნა და ა.შ.

 

ასევე არსებობს სხვა სახის საავტორო უფლებებიც, როგორიც ვიკიპედია, მისი გამოზენების უფლება გაქვს, მაგრამ მაგით ფულის კეთებით.

იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს საიტზე, მე სრულიად უფასოდ შევთანავაზე ქართველებს მეტ/ნაკლებად საიტერესო და რაც მთავარია (სერიოზულ) წყაროებიანი თემები. შედეგად მოიპარეს სტატიები და დაიწყე(მაგ. უცაური.კომ ) ფულის კეთება,რის გამოც გადავწყვიტე შემეწყვიტა ჩემი ,ისედაც მცირე, თავისუფალი დროის სხვისი ფულის კეთებისთვის შეწირვას

ლინკი
ამაც ემატება ის ფაქტი რომ სანამ არ ჩამოვუარე ყველა სტატიებს რომელიც მე ვიპოვე და არ მივწერე სათითაოდ, მანამდე ხომ არავინ არ იზრუნებდა, მაგრამ მიმართვის შემდეგ არავის უპასუხია ჩემთვის რომ სტატია წაშალენ არაფერს ვამბობ ბოდიშის მოხდაზე და ა.შ.
ლინკი
×
×
  • შექმენი...