Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    310.555

მაკრონის მისია და საერთაშორისო გამოწვევები


lasha_alo

634 views

blog-0338962001644340194.jpg

პანდემიის პარალელურად მსოფლიო ცივი ომის ახალი ტალღის საფრთხის წინაშე დადგა. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის ნაწილების გადაადგილებამ უპრეცეცედენტო კონტრზომები განაპირობა. აშშს და ნატოს პოზიცია შეუვალია და როგორც ჩანს, პუტინს იმ წითლი ხაზების გათვალისწინება მოუწევს, რომელიც რუსებს მკაფიოდ მიუთითეს, თუმცა რუსი დიქტატორი ვაჭრობას განაგრძობს და ცდილობს კრიზისიდან მაქსიმალურად მოგებული გამოვიდეს.

 

საქართველოს კრიზისის მსგავსად საფრანგეთმა უმნიშვნელოვანესი მისია იკისრა. მაკრონი-პუტინის შეხვედრა ექვს საათს გაგრძელდა და რუსეთის პოზიცია ნატოს გაფართოების თემაზე მახვილის აგრესიულად დასმის მაგივრად ნელ-ნელა მინსკის შეთანხმებაზე საუბარზე უფრო გადაერთო.

საინტერესოა პუტინის პროპაგანდის მეტამორფოზა..... მილიტარისტული „კიევი ჩვენი იქნება“ უკვე დიპლომატიურ დაშინებაზე გადადის, ერთი მხრივ, ეს კრიზისის შესუსტებაზე მეტყველებს, მაგრამ ამავდროულად რუსი დათვი ძველებურ ფორმაში აღარაა. მას ნათლად მიახვედრეს და გააგებინეს შესაძლო შედეგები.

 

მაკრონის ცალსახა განცხადება, რომ „ომი არ იქნება“ აგრეთვე საქრთველოს და მოლდოვას უკრაინის კონტექსტში მოხსენიება, პოლიტიკური კლიმატის პერსპექტივაზე მიუთითებს.

 

ფრთხილი დასავლეთი ნატოს გაფართოებსკენ ნაბიჯებს ერიდება, მაგრამ რუსეთის ექსპანსიის მიმართ გაცილებით „ყურადღებიანი“ ხდება.

ამ სიტუაციაში საქართველო დიდი გამოწვევევების წინაშე დგას. მთავარი აქ შანსია ეკონომიკური კრიზისი დროულად მოწესრიგდეს და საკუთარი შანსი გამოიყენოს.

 

პრობლემის არსი მოვლენების დინამიკაშია. იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები შეყოვნება რუსული დარტყმის შანსებს გააძლიერებს.

მაკრონი - პუტინი-ზელენსკის კულმინაციური დიალოგი ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს კაცობრიობას. საქართველოს კი დალაგებული ქვეყნის ფორმირებისთვის აქტიურობის გაზრდის გარეშე რუსული დამოკლეს მახვილი საფრთხეს უზრდის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...