Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    310.561

რუსეთთან შერბილებული ტონი- უსაფუძვლო ევროპული ეჭვი თუ ხელისუფლებაში დამკვიდრებული ტენდენცია ?


lasha_alo

689 views

blog-0553938001643960355.jpg

„ქართულ ოცნებას“ და მის არაადეკვატურ განცხადებებს ევროპარლამენტარები მწვავედ აკრიტიკებენ. განსაკუთრებით პირდაპირია პოსტსაბჭოური ქვეყნების წარმომადგენელთა ტონი.

 

ხელისუფლება ტრადიციულად“ნაციონალების“ ინტრიგას მიაწერს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უკვე ტენდენციაა, როდესაც მმართველმა ელიტამ არ იცის რა უნდა და როგორია თუნდაც საორიენტაციო მიზანი.

 

ევროპარლამენტარი ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩიუსი

ციტატა:

საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება, მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის, რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: „როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება“. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს,

- ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.

 

ევროპელ პოლიტიკოსები ამ დამოკიდებულებებში რუსულ ხელს ხედავენ. მათი აზრით, საქართველოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებათა მიღება უჭირს, თუმცა პრობლემა ქართული პოლიტიკის მენტალურ აშლილობაშია,რადგან სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება მკაფიო და გასაგები იყო და თვითონ პარლამენტშიც პრორუსულ განწყობაზე მეტად იგრძნობა გაუბედაობა.

 

 

როგორც ჩანს, რეზოლუციის ტექსტიდან რუსეთის ამოღება და დიმიტრი გუდკოვის საქართველოში შემოსვლის დაბლოკვა შემთხვევითი არაა.

 

შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ კულისებს მიღმა „ოცნება“ რუსებს ესაუბრება ან რაღაც ბენეფიტს ელიან და ჯერ ვერ გვიმხელენ.

 

თუ ეს შიშიდანაა გამომდინარე, მაშინ გაუგებარია რისი გვეშინია, როდესაც რუსებს უკრაინაზე მეტადაც კი სამიზნედ საქართველო მიაჩნიათ და ჩვენ გვჭირდება მეტი ევროპული და დასავლური კავშირი.

 

იანუკოვიჩს ძვირად დაუჯდა რუსეთთან კეკლუცობა. უფრო ძვირი გადაიხადა უკრაინამ რევოლუციით, რაც საქართველოშიც ხელისუფლებათა ცვლის ცივილურ გზად ვერაფრით ჩაითვლება.

 

ამიტომ დროა მმართველ პარტიაში გაღვიძება დაიწყონ. საზოგადოება კი მეტად დააკვირდეს ევროპულ „შეშფოთებებს“

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...