კონტენტზე გადახტომა






სურათი

ირაკლი შიხიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა

დაპოსტა: PLANETA_INFO, 02 April 2014 · 4039 ნახვა

ირაკლი შიხიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სიის მიღმა რჩება.
"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული წყაროს ცნობით, მასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებით შიხიაშვილი კმაყოფილი ვერ იქნება, მითუმეტეს იმ აქტივობების ფონზე, რომელსაც ის ბოლო პერიოდში იჩენდა, მაგრამ უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვას აზრი არ აქვს.
რამდენიმე დღის წინ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიები დაკომპლექტდება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომელთა მიმართ საზოგადოებას კითხვები არ აქვს. ასეთ ადამიანებში მან, ცხადია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, აქტვისტები და შემდეგ უმრავლესობაში პორტირებული პერსონებიც იგულისხმა.




კახი რულამს:)))
  • Report