კონტენტზე გადახტომა






სურათი

საქართველოში ევროკავშირის მომავალი ელჩის "საეჭვო კავშირები" რუსეთთან

დაპოსტა: PLANETA_INFO, 26 March 2014 · 2165 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის მომავალი ელჩის "საეჭვო კავშირები" რუსეთთან რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ქეთრინ ეშტონმა - ელჩების როტაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრიდან ევროკავშირს საქართველოში ახალი ელჩი - იანოშ ჰერმანი - ეყოლება. წარმოშობით ფინელი, უნგრეთის მოქალაქე.
ამჟამინდელი ელჩი - ფილიპ დიმიტროვი კი, სავარაუდოდ, პენსიაზე გავა.
რა თქმა უნდა, პლანეტა. გე. დაინტერესდა მომავალი ელჩის ბიოგრაფიით და საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა - 1952 წელს დაბადებულ იანოშ ჰერმანს განათლება საბჭოთა რუსეთში აქვს მიღებული. მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი (
МГИМО)1975 წელს დაამთავრა და შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 1976 წლიდან 1983 წლამდე პერუში, ხოლო 1983-დან - 1989 წლამდე მექსიკაში, უნგრეთის საელჩოში. დიპლომატიური კარიერისთვის ამ მონაცემებში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, თუმცა, საგულისხმოა, რომ ეს ის პერიოდია, როცა, ლათინურ ამერიკაში სოციალისტური ქვეყნებიდან, რუსეთის "კგბ"-ს გარეშე საელჩოებში დამლაგებელიც კი არ ინიშნებოდა.
1989 წლიდან - 1995 წლამდე იანოშ ჰერმანი უნგრეთში მუშაობდა პრემიერ--მინისტრის ოფისში. 1995-1998 წლებში იყო უნგრეთის ელჩი ათენში, შემდეგ უნგრეთის წარმომადგენელი ევროსაბჭოში. ამჟამად არის ევროკავშირის ელჩი ნორვეგიაში.