კონტენტზე გადახტომა






სურათი

რუსეთი მორიგ ფინანსურ ორმოში ჩაითრიეს, ის ომს ვერ გაბედავს

დაპოსტა: PLANETA_INFO, 04 March 2014 · 931 ნახვა

  • რუსეთი მორიგ ფინანსურ ორმოში ჩაითრიეს, ის ომს ვერ გაბედავს - განაცხადა "პლანეტა.გე"-სთან საუბარში კონფლიქტოლოგმა მალხაზ ჩემიამ.
    მისი აზრით, ამჯერად განტევების ვაცი - უკრაინაა. თუ პუტინი შეცდა და ხვალ დილისთვის უკრაინულ ბაზებს ყირიმში ცეცხლი გაუხსნა - უარესად ჩაეფლობა ... რუბლი კატასტროფულად დაეცემა.

  • ფინანსური კრიზისი კი ყოველგვარ შეიარაღებაზე უარესია. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, - ჩაერთვება თუ არა რუსეთი ომში. მას საბანკო რეზერვი ნახევარი ტრილიონი აქვს, ორ დღეში რუბლის სტაბილიზაციისთვის დახარჯა 10 მილიარდი. რუბლი კი მაინც გარბის... მის სუსტ წერტილს ურტყამს ახლა დასავლეთი - გაზის და ნავთობის შესყიდვები შემცირდა, თუმცა, ნავთობის ფასმა ამ მომენტში მოიმატა.
    "პროგნოზი რთულია. თუ რუსი გაისვრის, მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერზე წამსვლელია, რასაც უარესად შემოუტრიალებენ. თუ აქტიურ მოქმედებებზე გადავა - თავის არსენალს ბოლომდე უკრაინასთან ვერ გამოიყენებს , ხოლო ომს დიდი კუჭი აქვს და რუსეთის რესურსი ერთ თვესაც არ ეყოფა.

  • უკრაინას კი წააჩოქებს , მაგრამ ჭაობში ჩაეფლობა და თვითონაც წაიჩოქებს... ზუსტად ასე დაშალეს ”მშობლიური” - სსრკ.
    საქართველოს ხელისუფლება სწორ პოზიციებს აფიქსირებს. მან მსგავსი "წამოკიდებების" მცდელობა აიცილა. მთავარია,ახლა არ ჩავყვეთ ნგრევაში , რაც გამსახურდიამ და სააკაშვილმა გააკეთეს.
    უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას თვით რუსეთმა მოაწერა ხელი 97-ში ამერიკა ინგლისთან და საფრანგეთთან ერთად, ატომური განიარაღების სანაცვლოდ," - აცხადებს ჩემია.