Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.603

ქართული სტატისტიკა სტატისტიკოსების გარეშე, ანუ კიდევ ერთი გათვლილი სვლა ხადურისგან


PLANETA_INFO

3.280 views

blog-0532304001393004207.jpgიყო დრო საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა ცეკა-ს მდივნობა, ან წარმატებული სახელმწიფო მოხელის კარიერა თუ გინდოდა, განათლებით ისტორიკოსი უნდა ყოფილიყავი. ეს ტრადიცია პატივცემულმა ედუარდმა დაამკვიდრა და წარმატებით განახორციელა. ახლა დგას სხვა პროფესიის აღზევების ჟამი. ამჯერად იურისტებს გაუმართლათ. გასაგებია, რომ ამდენი უსამართლობის შემდეგ, ხელისუფლების დიდი სურვილია, მოაქციოს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ მხოლოდ სამართალმცოდნეებით პურს ვერ ჭამ, ზოგჯერ სხვა პროფესიებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუფრო, რომ, ამ ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პრეტენზია აქვს, ჯერ-ჯერობით თავად სამართალიც გვარიანადაა დამშეული. სამართლის ხარისხიანი სპეციალისტები იმ უწყებებშიც კი სანთლით საძებარია, სადაც მათი ყოფნა აუცილებელია.

 

ეს შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ სულ ახლახანს, 14 თებერვალს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ( ამბობენ, რომ აირჩიეს, მაგრამ ფიცის და გასაკვირი ბოლოს ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ვადაგასულ საბჭოს წევრებს რომ თავმჯდომარეს აარჩევინებ და ახლადასარჩევ საბჭოს რომ მისი შეცვლის უფლება აღარ აქვს, აბა რა ქვია ამას?) ფინანსთა სამინისტროს კვოტით წარდგენილი კანდიდატი - მერი დაუშვილი, რომელიც პროფესიით ბიოტექნოლოგია, თუმცა, იურისტის დიპლომიც აქვს. მას პირველი პროფესიით არასდროს უმუშავია. კარიერა საგადასახადო სამსახურში დაიწყო და შემოსავლების სამსახურში გააგრძელა.

 

დაუშვილის საქსტანდარტის ხელმძღვანელად დანიშვნის ფაქტს ჯერ-ჯერობით ორი ნათელი მხარე აქვს - ის, რომ უწყების ხელმძღვანელად ქალბატონის დანიშვნა ევრო-სტანდარტებს შეესაბამება და სახელმწიფო უწყებებში გენდერული ბალანსი მისასალმებელია და, რომ ამ ქალბატონს, როგორც ჩანს, ინტუიციაც უჭრის, რახან წინასწარ გათვალა, რომ ბიოტექნოლოგს აუცილებლად გამოადგებოდა მომავალში იურისტის დიპლომი.

 

გამოადგა კიდეც - მშვენიერი კარიერაა ქალბატონისთვის მის ასაკში.

რაც მთავარა, კინაღამ მესამე და მნიშვნელოვანი პლუსი გამოგვრჩა - ამიერიდან ფინანსთა მინისტრი უფრო გულდამშვიდებულად გაამყარებს თავის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს სტატისტიკაზე დაყრდნობით.

 

ამ სვლით სად რა გათვალა ბატონმა ხადურმა, ეს თავად უკეთ მოეხსენება, როცა თავისი სამინისტროს კვოტით პრემიერს შესთავაზა იურისტი, თანაც უბრალო იურისტი კი არა, ნაციონალური შემოსავლების სამსახურის სკოლაგამოვლილი.

 

ნებისმიერ, ლოგიკაზე აწყობილ და პერსპექტივაზე გათვლილ ქვეყანაში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელად მოიაზრება 3 პროფესიის კადრი: სტატისტიკოსი, მათემატიკოსი, მინიმუმ, ეკონომისტი მაინც. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში ლოგიკა და პერსპექტივა რა მოსატანია, როცა ფინანსთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ყველაფერში, რასაც თვლა ან გამოთვლა სჭირდება. არადა, საბედნიეროდ, ქვეყანაში ნამდვილად მოიპოვება მაღალი დონის პროფესიონალი კადრი სტატისტიკოსებისაც, მათემატიკოსებისაც და ეკონომისტებისაც. რა უნარ-ჩვევებით გამოირჩევა საქსტატის ახალი ხელმძღვანელი, უცნობია, მაგრამ, უეჭველად ექნება მის დანიშვნას საგულისხმო მიზეზი.

 

ქალბატონი დაუშვილის შრომით გამოცდილებაში მნიშვნელოვანი ეპიზოდი აქვს დათმობილი შემოსავლების სამსახურს - 2011 - 2014 - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 

2010 - შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 

2009 - შემოსავლების სამსახური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 

2008 - შემოსავლების სამსახური ცენტრალური აპარატის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი სტატისტიკის და ანალიზის სამმართველოს უფროსი;

 

2007 - შემოსავლების სამსახური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს აღრიცხვა-ანგარიშგების და ანალიზის განყოფილების უფროსი;

 

ინფორმაციისთვის:

 

სტატისტიკის დეპარტამენტის მმართველი საბჭოს წევრად ითვლება პირი, დამტკიცებული პარლამენტის ხმათა უმრავლესობით. საბჭოს ახალი შემადგენლობისთვის პრემიერი ვალდებულია წარადგინოს, მინიმუმ, რვა კანდიდატი.

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N 35 ბრძანებით, „ოფიციალური

სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის [მუხლი 11, პუნქტი 3. საბჭოს 3 წევრიდან 1

უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

მე-12 მუხლის პირველი[მუხლი 12. პუნქტი 1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით - 4 წლით.

 

საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 21 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების

შემთხვევაში − სესიის განახლებიდან 2 კვირის ვადაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს

პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.

ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას თანხმობა მიეცემა, თუ მიიღებს პლენარულ

სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს

პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის

ერთ მესამედზე მეტ ხმას მიიღებს ვაკანტური თანამდებობების რაოდენობაზე მეტი კანდიდატი, მაშინ ჩაითვლება,

რომ თანხმობა მიეცა უფრო მეტი ხმის მქონე კანდიდატს.

კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ტარდება ხელახალი

კენჭისყრა თანაბარი რაოდენობის ხმების მქონე კანდიდატებს შორის.

თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა, საქართველოს პრემიერ-

მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ

კანდიდატურებს, რომლებიც აირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს საქართველოს

პრემიერ-მინისტრი.

 

 

მიხეილ ჯანელიძე და მერი დაუშვილი, დამტკიცებულნი არიან პარლამენტის მიერ საბჭოს წევრებად.

საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მისი დანარჩენი წევრების პრეროგატივაა. დაუშვილი კი აირჩია საბჭომ,

რომელსაც საქმიანობის კანონით განსაზღვრული ვადა უკვე ამოეწურათ. ეს "პასაჟი" შემთხვევით

გამოეპარათ ვითომ?

ახალი წევრების შესარჩევად ჯერ ღია კონკურსი არ გამოცხადებულა. წესით, უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს ღია კონკურსი, შეირჩევა ახალი საბჭო, მაგრამ ძველი საბჭოს გადაწყვეტილებას თავმჯდომარესთან დაკავშირებით, ახალი საბჭო ვეღარ შეცვლის.

 

 

http://geostat.ge/in...d=109&lang=geo#

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...