კონტენტზე გადახტომა






სურათი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს, კვირას, გაიმართება!

დაპოსტა: PLANETA_INFO, 19 February 2014 · 1244 ნახვა

ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნები 15 ივნისს, კვირას, გაიმართება, იტყობინება სარწმუნო წყარო “ქართული ოცნებიდან”.

თვითმმართველობის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, 2014 წლის არჩევნებზე აირჩევა მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები, მერები. თბილისელები ასევე აირჩევენ უბნის საბჭოებსაც.
არჩეული კანდიდატების უფლებამოსილების ვადა იქნება 3 წელი.

პრემიერის ინიციატივით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდეს. ღარიბაშვილმა მმართველი კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა.
ახალი კოდექსით თვითმმართველობის შესახებ, მომავალ არჩევნებზე პირდაპირი არჩევნებით აირჩევა უკვე ცნობილი 5 თვითმმართველი ქალაქის მმართველობა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და დაემატა ის ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 15 000-ზე მეტია: თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი.
არჩევის წესს დაარეგულირებს საარჩევნო კოდექსი, რომელიც ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია.
გუშინ შედგა საკომიტეტო მოსმენა, დღეს კოდექსი მიიღეს პირველი მოსმენით.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით საარჩევნო კანონმდებლობა 6 თვით ადრე უნდა შეიცვალოს ქვეყანაში.

საინტერესოა, კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს ექნებათ თუ საინციატივო ჯგუფებსაც.




ეუთოს რეკომენდაციით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები საერთოდაც 1 წლით ადრე უნდა შევიდეს:) და ჩვენ ეს არ გვეხება???
  • Report