Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    477.460

საკრებულოს უმრავლესობის განცხადება


PLANETA_INFO

1.665 views

საკრებულოს უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნულია:

"29 დეკემბრის სხდომის შემდეგ, როცა თბილისის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროეტქს, მერიის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოს სხდომის დღემდე ინტერნსიურად ვიმუშავებდით იმისთვის, რომ მერიისთვის შეგვეთავაზებინა ბიუჯეტის პროექტში იმ საკითხების ასახვა, რომელიც თბილისელების დაკვეტა და მოთხოვნა არის.

საკრებულოს უმრავლესობამ ამ დროის განმავლობაში კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში იმუშავა და შედეგადად თბილისის მერიას ჩვენგან გაეგზავნა წინადადებების პაკეტი, რომელთა ბიუჯეტის პროექტში გათვალისიწინებაზე თბილისის მერიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა.

საკრებულოს უმრავლესობა დაინტერესდა თუ რის ხარჯზე და რა ფინანსური რესურსების საშუალებით აპირებდა მერია ჩვენი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინებას.

აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ აირჩია სრულიად უპრეცედენტო გზა და ჩვენი მოთხოვნების “დაკმაყოფილებას” არ არსებული თანხებით ცდილობს, რამდენადაც მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ისინი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე აპირებენ გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, მაგალითად ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა და სურთ ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა რომ ფული არსებობს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ავანტურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ.

იმის ნაცვლად, რომ მერიას ჩვენი შეთავაზებები რეალურად არსებული ფულადი რესურსის ფარგლებში მოექცია, მათ გადაწყვიტეს მიმართონ გზას, რომელსაც წინასწარ განწირული ბიუჯეტისკენ მიყავს ქალაქი.

გვინდა ვუთხრათ თბილისელებს, მერია არ აპირებდა არცერთი თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებას, მათ ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის, გაზის, შუქის და წყლის დავალიანების მქონე ოჯახების დახმარების, ავარიული სახლების გამაგრების, უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობის შესაძლებლობას უპასუხეს ფარსით.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საბოტაჟური და ავანტიურისტული ბიუჯეტის მომწონებული თბილისის მთავრობა არ იმსახურებს დედაქლაქის წარმომადგენლობითი ორგანოს და თბილისელების ნდობას და ეს ფაქტი კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის ჩვენს მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით".

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...