Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    472.190

აღმოჩენილია ახალი ტიპის სამალავები


PLANETA_INFO

2.392 views

ინტერვიუ პოლიტიკური მოძრაობა ,,საქართველოს გზის" თავმჯდომარე თემურ მურვანიძესთან

 

,, არის სამალავები ცოცხალი ძალისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია...ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით იყოს გარკვეული ტიპის საწყობები და სამალავები, ამის შესახებ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მაგრამ უნდა იცოდნენ შესაბამისმა სტრუქტურებმა....ამ სამალავების შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა არაფერი იცოდნენ, ანუ არ იყო ოფიციალური სამალავების სიაში...ეს არის სამალავები შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის, ალბათ, გახსოვთ, წინასაარჩევნოდ რა პერიოდი იყო...როგორც ჩანს, ჰქონდათ გარკვეული გეგმა და სქემა...გადამოწმების პროცესი მიდის აჭარის რეგიონში. ჩვენი ინფორმაციით, იქაც არსებობს სამალავები. ასევე არსებობს თბილისთან ახლოს...სამწუხაროდ, ამაზე ჯერ დაწვრილებით ვერ ვლაპარაკობ...ერთი რამ ცხადია, ამ ყველაფერს ერთი მეგის ქარდავა ვერ გასწვდებოდა, ვერ გააკეთებდა, რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობდა. ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდა ვანო მერაბიშვილსა და სხვა ძალოვან მინისტრებს, აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილზე. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი მხოლოდ მეგის ქარდავა იყოს. შეიძლება იურისტებს მტკიცებულებები სჭირდებათ, მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის დავალებით...ჩვენ დაკავებული ვართ არა მხოლოდ იმ ინფორმაციების მოპოვებით, სად არის სამალავები, არამედ იმითაც, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი და როდის დაიწყო. ალბათ, გახსოვთ, როგორი მაღალი იყო მოსახლეობის საპროტესტო განწყობა 2007 წელს. აი, ამ დროიდან იწყებენ რაღაც დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომმა ეს პროცესი ერთგვარად შეაჩერა, მაგრამ მეორე მხრივ, ხელ–ფეხი გაუხსნა ასეთ ავანტიურაზე წასასვლელად...სააკაშვილმა 2007 წლიდან დაიწყო თავის დაზღვევა და 2008 წლიდან უკვე სამალავებზე გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ოფიციალური სამალავების სია, ახლა კეთდება მეორე სია, უკვე არაკანონიერი სამალავებისა...ერთი რამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია, სოფელ მუხურის მიდამოებში ხშირად ხედავენ ქარდავას რამდენიმე ადამიანთან ერთად. ბუნებრივია, ყველა ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება და ამას აქვს თავისი პროცედურები. მინდა ვთქვა, რომ ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან კარგად მუშაობს".

 

(,,ალია"N78;ავტორი:გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...