კონტენტზე გადახტომა






სურათი

ბედუკაძის თემა არა კბილაშვილის, არამედ ახალი ხელისუფლების მიმართ გამოწვევაა

დაპოსტა: PLANETA_INFO, 09 July 2013 · 1290 ნახვა

,,გასაგებია, რომ ,,ნაციონალები" მოითხოვდნენ თავის ,,მესაფლავეზე" შურისძიებას, მაგრამ ამავე დროს, გააქტიურდა ,,რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი. თურმე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა შეცდომა დაუშვა, ბედუკაძე კი არ უნდა გაენთავისუფლებინა, ციხეში უნდა გამოემწყვდია, როგორც წამების ერთ–ერთი მონაწილე.
ჟურნალისტები ამის თაობაზე ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილსაც ეკითხებიან...ის ამბობს, ამ საკითხს არ ვიცნობ, გავერკვევი და მერე გიპასუხებთო. ივანიშვილი სიტუაციაში მალევე ერკვევა და განცხადებას ავრცელებს, სადაც ითხოვს, კბილაშვილმა გადახედოს აღნიშნულ საკითხსო. ამის შემდეგ გამოდის იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ის ეთანხმება ივანიშვილის მოთხოვნას. ფაქტობრივად, ლადო ბედუკაძეს არავინ ექომაგება...არავინ ამბობს: ხალხო, რას აკეთებთ, რომ არა ეს კაცი და ციხის კადრები, ბევრი თქვენგანი ვერც პარლამენტში მოხვდებოდა და ვერც მთავრობაში. არა, რაკი ივანიშვილმა თქვა, ყველა ერთ დუდუკზე უკრავს. არადა რა გამოდის? სანამ ბედუკაძე პროკურატურას თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე დასთანხმდებოდა, ყველა ვარიანტში მიიღებდა გარანტიებს კბილაშვილისგან, რომ სასჯელს ასცდებოდა. გამოდის, კბილაშვილს აიძულებენ, სიტყვა გატეხოს და აქ არა მარტო კბილაშვილზე ტყდება ჯოხი, სახელმწიფოც კარგავს ავტორიტეტს მოსახლეობის თვალში და მეორეც – ახალი ხელისუფლება ზარალდება. რომელიღაც შუა ან ქვედა რგოლის ჩინოვნიკს ძალიანაც რომ ნდომებოდა პროკურატურისთვის ზემდგომთა დანაშაულებზე ინფორმაციის მიწოდება და მხილება, აღარავინ წავა რისკზე, აღარავინ ითანამშრომლებს პროკურატურასთან. არადა, ბევრ ადამიანს ბევრ ბობოლა ,,ნაციონალზე" ცოტა რამ არ ექნება მოსაყოლი. ბოლოს და ბოლოს, ღირსების საქმეა, რომ ადამიანს, რომელმაც თავი გადადო, ჯერ პასუხისმგებლობა მოუხსნა და შემდეგ ციხეში შეაბრუნო თინა ხიდაშელის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, რომლის აზრებიც ერთი–ერთზე ემთხვევა ,,ნაციონალების" აზრებს?! არადა, ეს ის ხიდაშელია, რომელიც ორიოდე კვირის წინ ტრაბახობდა, წასულია ,,ნაციონალების" საქმე, ციხის კადრებზე ევროპარლამენტში რომ ვისაუბრეთ, დაიშოკნენო"


(,,ალია"N77; ავტორი: გელა ზედელაშვილი)