Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    475.791

ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში ამერიკის ელჩი აქტიურად მონაწილეობს


PLANETA_INFO

1.907 views

ინტერვიუ ,,სახალხო კრების" ერთ–ერთ ლიდერ ლაშა ამირეჯიბთან

 

,, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ოპოზიციას არ შექმნის, ამიტომ ამბობს, მე კოალიციაში მაქვს საამისო რესურსიო. მიდის გარე ძალების აბსოლუტური იგნორირება. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხებს ამერიკის ელჩი წყვეტს. ბიძინა ივანიშვილს მეტი გამოსავალი არა აქვს. ეყოლებათ ,,ნაციონალები" კიდევ 3 წელი და 3 თვე პარლამენტში, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ამ ეტაპზე ძალიან სერიოზულად მუშაობენ, ყველაფერს თითზე იხვევენ, ყველაფერზე პრეტენზიები აქვთ. წესით, არ უნდა მისცე ამის საშუალება, თორემ ყველაფერს აქეთ შემოგიტრიალებენ. მე ვეჭვობ, როდესაც ბატონმა ბიძინამ თქვა, პროკურატურა სუსტიაო, აქ სხვა საქმეებიც იგულისხმა, პროკურატურა ისეთ ნაბიჯებს დგამს, კარგად არ დამთავრდება ეს ყველაფერი, ისე არ მიდის საქმე, როგორც საზოგადოება ელოდა. აქ ისევ ამერიკელებთან მივდივართ, მათ ასე მოისურვეს. ...

ბატონი ბიძინა სამართლიანი კაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოუყარა თავი სამართლიანობას, ზედა ეშელონებში უსამართლობა გუგუნებს...იგივე პროკურატურაში, იგივე ბიზნესში და ასე შემდეგ.

ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს ჭორვილაში, უარი თქვას ხელისუფლებაზე. ამასობაში, არ არის გამორიცხული, აგრესიული ძალებიც შემოვიდნენ საქართველოში და მერე რა სიტუაცია იქნება, ძალიან რთული სათქმელია. ივანიშვილს შეეძლო, წასულიყო და წყნარად ეცხოვრა, მაგრამ ახლა მიხვდა, რა პრობლემები დაიკიდა კისერზე. მანამდე ეგონა, რომ შეძლებდა ქვეყნის მართვას...ახლა დაინახა ღალატის ელემენტები და ამან ცოტა დათრგუნა. ამიტომ ხშირად იმეორებს, მე თავი გავწირეო. რა თქმა უნდა, მან არა მხოლოდ თავი გაწირა, მთელი ოჯახი დარტყმის ქვეშ დააყენა. ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ღალატი, ზურგის შექცევა, საქმის არგაკეთება და ასე შემდეგ. ამერიკელები ეუბნებიან, ეს ლიბერალური ჯგუფი, თინა ხილაშელი, მისი ქმარი ად დანარჩენები უნდა იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. პარლამენტს დღეს ქართული ელემენტები აკლია".

 

(,,ალია"N76; ავტორი:გელა ზედელაშვილი)

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...