Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    477.486

ლევან ბეჟაშვილს და ნათია მოგელაძეს დაიჭერენ


PLANETA_INFO

1.990 views

ინტერვიუ უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილთან

 

,,კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის დანაშაული გამოიკვეთება,ვინც იყო დამკვეთი სახელმწიფოს მხრიდან, ვინც რიცხავდა თანხებს, ვინც იღებდა და ანაწილებდა და ვინც აშენებდა პარლამენტს. ასე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში და დაისაჯოს ამ უმსგავსოების გამო. პარლამენტის შემთხვევა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ რა ჯაჭვურად იყო დამნაშავეთა წრე ერთმანეთთან გადაბმული კორუფციის მიზნით...

ლაშა თორდიას განცხადება იმას ნიშნავს, რომ ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი"...ლაშა თორდიას მსგავსად გაოცებას ვერ მალავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კიდევ ბევრი ადამიანი სხვანაირად უყურებს ამ პროცესებს. მე ამით ვერ გამაკვირვებენ, ასევე თქვენც არ გაგიკვირდებათ, ბევრი გვინახავს ადამიანთა გადასხვაფერება. ზოგადად, ჩვენ შანსს მივცემთ ადამიანს, რომ გამოსწორდეს და მართალ გზაზე დადგეს. იმუშაონ და გამოადგნენ ქვეყანას. მაგალითად, თუ ლაშა თორდიას, რომელიც იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" სახე, არა აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, იმუშაოს, მაგრამ დამნაშავე ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ დაიწერა 160–გვერდიანი დასკვნა, რომელიც თავიდან ბოლომდე ასახავს იმ დარღვევასა და პრობლემას, რაც 2012 წელს იყო კონტროლის პალატაში ბეჟაშვილისა და მოგელაძის გადამკიდე. მიხეილ სააკაშვილის ხელში ის გამოიყენებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად. სახელიც შეუცვალეს, კონტროლის პალატას უწოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. მერე სადამსჯელო სამსახური შეიქმნა აუდიტის წიაღში, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ავაზაკი ქალბატონი მოგელაძე.

იცით, პრივატულ საუბრებში კომისიის წევრებს რას ეუბნებოდა ქალბატონი მოგელაძე?..მე რომ ვაჯარიმებდი ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ისინი არ მეცოდებოდნენ, რადგან ვიცოდი, მათ ივანიშვილი გადაარჩენდა. უყიდდა ბინებს, მანქანებს, მიწას...რატომ უნდა ეყიდა ბიძინა ივანიშვილს ,,ოცნების" წევრებისთვის ბინები ან მანქანები, ეს ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოგელაძე ასე ლაპარაკობდა კულუარებში,– ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და კოალიციის წევრებს დაეხმარებაო. იმასაც ამბობდა, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები მეცოდებოდნენ, რადგან სააკაშვილი არაფერს უყიდდათო. ამ ლოგიკით არ აჯარიმებდა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. წარმოიდგინეთ რა მორალი აქვს ამ ქალბატონს? ასე რომ, მასალები, რომელიც გამომზეურდა, რას სჩადიოდა აუდიტის სამსახური, არის საგანგაშო. ეს მასალებიც გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას. არის უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.

თქვენ უნდა ნახოთ, როგორ იყო აწყობილი პრემიების სისტემა ბატონი ბეჟაშვილის ხელში, რომელიც ხელმძღვანელობდა აუდიტის სამსახურს. 10 ათასობით და 100 ათასობით ლარს იღებდნენ პრემიებს ის ადამიანები, ვინც აუდიტის სამსახურში ლევან ბეჟაშვილის მიყვანილები იყვნენ. ნათესავები, მისი მეგობრის მეუღლეები, მეგობრები, თუ ნაცნობები. 5000 და 7000 ლარს ყოველთვიურად პრემიებს იღებდნენ მაშინაც კი, როცა შვებულებაში იყვნენ. სიაში ვის არ შეხვდებით. მაგალითად, მარიამ საჯაიას დედას – ნაზი არონიას, რომელზეც გაცემულია დიდი რაოდენობის პრემია...

ბეჟაშვილისა და მოგელაძის ბედი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს ძიება... დარწმუნებული ვარ, შედეგებს საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს".

 

(,,ალია"N74; ავტორი:ნინო სამხარაძე)

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...