Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    477.418

,,ნაციონალებს" ევროსაბჭომ ცივი წყალი გადაასხა


PLANETA_INFO

1.449 views

ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან

 

,, ევროდეპუტატებში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბოლო კადრებმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა სამალავებში, ციხის კადრებმა არჩევნები მოიგო, ხოლო ადამიანების გაუპატიურებისა და სასტიკი მოპყრობის ბოლო კადრებმა თავდაყირა დააყენა ევროსაბჭოში ვითარება.

კომიტეტის მოსმენაზე, ფაქტობრივად, ,,სახალხო პარტიის" გარდა, ყველა პარტიის წარმომადგენლებმა, უარი თქვეს საქართველოს მონიტორინგის საკითხის განხილვაზე. საოცარი რამ მოხდა, კომიტეტებსა და ბიუროზე ერთადერთი ქვეყანა იყო რუსეთი, რომელმაც ზუსტად ის პოზიცია დაიჭირა, რასაც ითხოვდნენ ,,ნაციონალები", სესიის სხდომიდან სია რომ ამოვიღოთ, ვინ მისცა ხმა და ვინ არა, აღმოაჩენთ, რომ რუსეთის დელეგაციის უმეტესობამ ხმა მისცა საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე მონიტორინგის ჩატარებას, რასაც ითხოვდა ,,სახალხო პარტია" და ,,ნაციონალური მოძრაობა".

ბიუროზე საქართველოში დემოკრატიის გაუარესების თაობაზე მონიტორინგის თემა ჩავარდა, ხმები გაიყო, სესიაზე ამ საკითხის გატანის წინააღმდეგი იყო 13, ,,სოციალისტებმა", ლიბერალებმა, ასევე ,,სახალხო პარტიის" რამდენიმე წევრმა მისცა წინააღმდეგ ხმა, რომ ეს საკითხი განხილულიყო, საბოლოოდ სესიაზე საკითხის გატანა გადაწყვიტა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ჟან კლოდ მინიონმა, რომელიც, სხვათა შორის, არის ცნობილი ლობისტი და მხარდამჭერი მიშა სააკაშვილის. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის დროს სტრასბურგში მინიონს დავუსვი შეკითხვა, – 9 წლის მანძილზე თქვენი მხრიდან საქართველოზე არაფერი გამიგია, სააკაშვილი იყო თქვენი ფავორიტი ადამიანი...მან მიპასუხა, – არ მყავს საყვარელი ადამიანები, მე მყავს დემოკრატიის მომხრე ადამიანები, რომლებთანაც ვურთიერთობო. ფაქტობრივად, ჟან კლოდ მინიონი საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა და დააყენა საკითხი ,,ოცნების" სასარგებლოდ, მინიონი იყო მე–14 ხმა, რომლის ხმამაც განაპირობა ,,ნაციონალური მოძრაობის" კრახი. შეცვალეს ფორმულირება, ამოიღეს დემოკრატიის გაუარესება საკითხის სათაურიდან და გაკეთდა ასეთი სათაურით: ,,საქართველოს საკითხი". თქვენ უნდა გენახათ ,,ნაციონალების" გავეშებული და გაოგნებული სახეები, ისინი ამას ნამდვილად არ ელოდნენ. კანდელაკი დადიოდა და ,,სახალხო პარტიის" წარმომადგენლებს ცალ–ცალკე ელაპარაკებოდა. ისინი ცდილობდნენ, საკითხი ისე გაეტანათ, როგორც მათ სურდათ, მაგრამ მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

რაც შეეხება კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, არ შემიძლია, არ ავღნიშნო თედო ჯაფარიძისა და თინა ხიდაშელის ძალიან დიდი ღვაწლი ამ საკითხში, მათ კოლოსალური სამუშაო გასწიეს. სესიაზე მოხდა საოცარი რამ, ,,ნაციონალების" ლობირებული საკითხი სამარცხვინოდ ჩავარდა, დეპუტატების უმრავლესობამ უარი თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე მონიტორინგი ჩატარდეს. ,,ნაციონალებს", ფაქტობრივად, ევროსაბჭომ ცივი წყალი გადაასხა, ისხდნენ ,,ნაციონალები" დამწუხრებულნი...."

 

(,,ალია"N70; ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...