კონტენტზე გადახტომა






სურათი

ახალ მთავრობას პიარში უჭირს,– სააკაშვილის ლობისტები კი ძალიან ფუთფუთებენ

დაპოსტა: PLANETA_INFO, 18 June 2013 · 815 ნახვა

ინტერვიუ ევროპაში მოღვაწე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან

,, ჯერ ერთი, ამერიკის კონგრესს არ მიუღია არანაირი რეზოლუცია, ეს იყო ერთი კონგრესმენის მიერ დაწერილი ტექსტი და შენ წარმოიდგინე, ამერიკის ელჩიც კი შეიყვანეს შეცდომაში. მეტსაც გეტყვი, როცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, თეთრმა სახლმაც კი გააკეთა განცხადება, – ამ ფორმის ტექსტს მხარს არ ვუჭერთო. სხვათა შორის, ბოლო დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ მიშას ლობისტები ძალიან ფუსფუსებენ, ვაშინგტონშიც ფუთფუთი მიდიოდა, როცა ევროპარლამენტში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ამერიკაში გადაინაცლეს. მაგათ უნდათ, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხი გაიტანონ ევრონესტის სამიტზე, მაგრამ სოციალისტებმაც კი არ დაუჭირეს მხარი. აქ ერთი პრობლემაა, ახალ მთავრობას პიარში ძალიან უჭირს, ამ კუთხით, ფაქტობრივად, არავინ მუშაობს არც ევროპაში და არც ამერიკაში. არადა, როგორც საკუთარი თვალით ვხედავ, ვიღაც ლობისტები ჰყავთ დაქირავებული, ფულს უხდიან, მაგრამ ისინი ბაიბურში არ არიან და არც არანაირ სამუშაოს არ ასრულებენ, ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება და მაგათი ლობისტი ჩემი თვალით მაინც ხომ უნდა დამენახა ევროპარლამენტში შემოსული? როგორც ჩანს, ისინი ახალ ხელისუფლებას ატყუებენ, ვმუშაობთო, მაგრამ თითს თითზე არ აკარებენ, არავითარი მუშაობა აქ არ მიდის....
არა, არავითარი რეზოლუცია არ არის მისაღები, ეს არის, უბრალოდ, ამ მოსმენის საფუძველზე ოქტომბერში იქნება მიღებული დეკლარაცია და იქ უკვე ჩამოყალიბდება საქართველოს მიმართ მიდგომა, დაისახება სამომავლო გეგმები.
ასევე, საუბარი იყო ვილნიუსის სამიტზე, სადაც საქართველო, ალბათ, გახდება ევროკავშირის ასოცირებული წევრი, მე თუ მკითხავთ, ეს ასოცირებული წევრობაც დიდი არაფერია, შეიძლება წინგადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ. ქართველ ბიზნესმენებს მიეცემათ უფლებები, პროდუქცია შეიტანონ ევროპის ბაზარზე...
ან ევროკავშრში როდის მიგვიღებენ, არავინ იცის. ესენი ჯერ უკრაინაზეც კი არ ფიქრობენ და ჩვენკენ როდის მოტრიალდებიან, არავინ იცის. კიდევ ერთს დავამატებ,– ჩემი აზრით, ევროკავშირში ნამდვილად არაფერი გვესაქმება, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ისეთი ურთიერთობა ევროპასთან, როგორიც აქვს ისრაელს და შვეიცარიას. მათ აქვთ სამეზობლო პოლიტიკა და ამით უფრო მეტს იგებენ. ნახეთ, რა დღეშია საბერძნეთი და ესპანეთი. შვეიცარიელები ამბობენ, ევროკავშირში რომ შევიდეთ, საკუთარ ეკონომიკაზე უნდა ვთქვათ უარიო. ჯერჯერობით სულ ეს არის, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

(,,ალია"N65; ავტორი:გელა ზედელაშვილი)