კონტენტზე გადახტომა






სურათი

მერაბიშვილის დამალული ქონება

დაპოსტა: PLANETA_INFO, 14 June 2013 · 870 ნახვა

ინტერვიუ უფლებადამცველ ლევან ჩიტაძესთან

,, მოძრაობა ,,არას" ეგიდით ჩატარდა გამოძიება და ვანო მერაბიშვილის უძრავი ქონების შესახებაც გაირკვა რაღაცეები. მაგალითად, მერაბიშვილს ჰქონდა სიხარულიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი. ეს სახლი იყო სადავო, ის ვანო მერაბიშვილმა წაართვა კანონიერ მფლობელს. არჩევნების შემდეგ ამ სახლის მფლობელი დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა პრეტენზია კუთვნილ ქონებაზე. არა მხოლოდ უძრავ ქონებას ეხება საქმე. ამასთან ერთად, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას. როცა პოლიციის შენობები შენდებოდა, აქედან მერაბიშვილს მილიონობით ლარი აქვს მითვისებული. ტენდერს იგებდა კონკრეტული კომპანია, რომელიც აფორმებდა ხელშეკრულებას თურქეთში დარეგისტრირებულ შუამავალ კომპანიასთან და პროდუქცია შემოჰქონდა სამჯერ მეტად გაძვირებული, ვიდრე რეალურად ღირდა. მარტივად რომ ვთქვათ, თურქეთში დარეგისტრირებული კომპანია ყიდულობს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას და ქართულ მხარეს აძლევს ორ მილიონად. მოგების გადასახადი და განბაჟება ემატებოდა, თუმცა ერთი მილიონი სუფთად ილექებოდა და ეს თანხა იყო ვანო მერაბიშვილის...
ორი ერთმანეთის მსგავსი სახლია ირეთუბანში. მაშინ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ სახლებს ფლობდა ვანო მერაბიშვილი. ვიცოდით ისიც, რომ ვანო მერაბიშვილი ხშირად მიდიოდა და აკვირდებოდა მშენებლობის პროცესს. ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ადგილზე მიდიოდა მერაბიშვილი, მშენებარე სახლში შედიოდა მერაბიშვილის დაცვა და ამოწმებდა. ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. როდესაც ხუთი მეზობელი გიდასტურებს სახლში მერაბიშვილისა და მისი დაცვის წევრების მისვლას, ეს ნიშნავს იმას, რომ ვანო მერაბიშვილის საკუთრება იყო ეს ორი სახლი. საჯარო რეესტრში არ იყო დარეგისტრირებული და ეს ბუნებრივიცაა, რომ ის ამ სახლებს თავის სახელზე არ დაარეგისტრირებდა. რადგან მერაბიშვილი ამის დამტკიცებას ითხოვს, იმედი მაქვს, ამ სურვილს პროკურატურა შეუსრულებს და დაუმტკიცებს".

(,,ალია"N64; ავტორი:შორენა გოგოლაძე)