კონტენტზე გადახტომა






სურათი

,,ნაციონალებში" მერაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ განიხილება

დაპოსტა: PLANETA_INFO, 13 June 2013 · 815 ნახვა

ინტერვიუ მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროს პეტრე მამრაძესთან

,,,,ნაციონალების" ნარჩენებში თავის გადარჩენის მიზნით დიდი ბჭობა და სერიოზული დაპირისპირებაა იმასთან დაკავშირებით, ვინ წარადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატად. თავიდან თვლიდნენ, რომ დასავლეთის თვალში მომგებიანი იქნებოდა კანდიდატი, რომელიც ციხეში ზის. მათი მიზანი იყო ეყვირათ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატიც კი ციხეში ზისო. მაგრამ ,,ნაციონალების" შიგნით მოხდა დიდი დაპირისპირება ვანო მერაბიშვილის კანდიდატურის გამო, დაინახეს, რომ მერაბიშვილს ბრალი უფრო და უფრო დაუმძიმდა და წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები მისი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ეს მასალები დასავლეთს მიეწოდება და ყველა დაინახავს, რომ მერაბიშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ამან კიდევ უფრო დაძაბა ,,ნაციონალების" შიგნით მერაბიშვილის მიმართ განწყობა და სერიოზული რყევებიც დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა გამოირიცხა, ჯერ კიდევ უცნობია, საბოლოოდ ვისზე ფიქრობენ. ერთი რამ მინდა გითხრათ, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი აგრესიაა ვანო მერაბიშვილის მიმართ. ის, რაც თქვა მარიკა ვერულაშვილმა, რომ მერაბიშვილთან დგომა არის დანაშაული, ამ აზრს იზიარებს ,,ნაციონალების" დიდი ნაწილი. ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრმა ამოისუნთქა და თავს მშვიდად გრძნობს მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ".

(,,ალია"N63; ავტორი: ნინო სამხარაძე)