Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    472.271

,, პანიკას არ ვთესავ, მაგრამ საქართველოში ტერაქტებია მოსალოდნელი"


PLANETA_INFO

1.628 views

ინტერვიუ ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან

 

,, ეჭვი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი მუშაობს რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებზე, რომლის მიზანია, გვაიძულონ, სახით რუსეთისკენ შევბრუნდეთ და დათმობაზე წავიდეთ. ახლა შეიძლება რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა გამოიყენოს სააკაშვილის ეს მანევრი, თვითონ ჩაატარებს ტერაქტებს და სხვას დააბრალებს. მინიმუმ 4 ქვეყნის სპეცსამსახური იბრძვის ჩვენს რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად. ჩვენ და მთელი კავკასია ველოდებით ვილნიუსის სამიტს, როგორ შეაფასებს ნატო და დასავლეთი ჩვენს თავგანწირვას. 24 წელია, წარუმატებლობის ზონაში ვტრიალებთ აღარ ვაპირებთ შევეგუოთ მართვად ქაოსში ყოფნას, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ჩვენ არგუმენტირებულად და იურიდიულად დავასაბუთებთ ყველაფერს და დავაკონკრეტებთ ყველას ინტერესს, ვის რა მიზნები ამოძრავებს საქართველოში....რაც მოხდა, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ძალაუფლების მანიით შეპყრობილი ეგოცენტრული პირები მართავდნენ ქვეყანას, ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებენ მხარდამჭერებს,. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ პოლიტიკური პარტიები და ზოგიერთი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის ინტერესის სპეცსამსახურებად ჩამოყალიბდნენ, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ინტერესი წამოწიონ წინ, ურთიერთმომგებიან პრინციპზე ვითანამშრომლოთ, ჩვენი მხრიდან ჯერ მხოლოდ მსხვერპლია. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ კავკასიაში მშვიდობა არავის აწყობს. როგორც ჩანს, დიდი სახელმწიფოები შეთანხმებულები არიან კავკასიაში მართვად ქაოსზე. ჩვენი ქვეყანა ამდენს ვეღარ გაუძლებს. დროა, პოზიციები გამოიკვეთოს! არ მინდა პანიკა გამოიწვიოს ჩემმა განცხადებამ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტერაქტებია მოსალოდნელი! გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ძლიერდებიან ვაჰაბისტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ აუცილებლად ვაჰაბისტები ან თალიბები მოაწყობენ ტერორისტულ აქტს. არ არის გამორიცხული, ეს მათ გააკეთონ, ვინც სააკაშვილის უკან დგას. ყველაფერი კარგად გათვლილი ნაბიჯებია, რათა რეგიონში მართვადი ქაოსი შექმნან! მძიმე შედეგები რომ არ დადგეს, ორი მიმართულებით უნდა იმუშაონ ქართულმა სპეცსამსახურებმა, შიგნით – პოტენციურ შემსრულებლებზე და ქვეყნის გარეთ – პოტენციურ შემკვეთებზე. სააკაშვილის ხელისუფლებამ 2003 წლის შემდეგ 30–ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი დააკავა და გადასცა რუსეთს. 2008 წლის ომამდე ძალიან საეჭვო მოლაპარაკება იყო ხრულოვთან, 58–ე არმიის სარდალთან, რასაც მოჰყვა სავალალო შედეგი – აგვისტოს ომი, ამაში ჩართული იყო ვანო მერაბიშვილი. ავღანეთში ვოიაჟები და გაუთავებელი ტრაბახი გვიჩენს ეჭვს, რომ ეს კეთდება სპეციალურად, რომ საქართველოს მოსახლეობამ ჯარი გამოითხოვოს და რუსეთისკენ შევბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოღონდ არა როგორც დასავლეთისგან მხარდაჭერილი ქვეყანა, არამედ როგორც მიტოვებული ძალა და იძულებული გავხდეთ, დავთმოთ ძალიან ბევრი რამ, ამიტომ ვთხოვ უსუფაშვილს, ეს საკითხი გამოიძიონ!"

 

(,,ალია"N61; ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...