კონტენტზე გადახტომა






სურათი

ჩვენი ჯარისკაცები ომში არიან და ამ აზრს უნდა შევეგუოთ

დაპოსტა: PLANETA_INFO, 07 June 2013 · 641 ნახვა

ინტერვიუ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

,, ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან ჰელმანდის პროვინციაში. ეს ადგილი განსაკუთრებით ცხელი ბრძოლებითაა ცნობილი. ფაქტობრივად, ისინი ომში არიან და ამ აზრს ჩვენ უნდა შევეგუოთ. ობიექტურად რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი ჩვენი ჯარისკაცების იქ გაშვებისა, პოლიტიკური თვალსაზრისით მესმის, რატომ კეთდება ეს. პოლიტიკური კუთხით ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ჯარისკაცები ავღანეთში საომრად მიდიან თავისი ნებით, ისინი გარკვეულ წვრთნას იღებენ. ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი იქ მხოლოდ წმენდებში მონაწილეობენ და განსაკუთრებულ გამოცდილებას არ იღებენ, ეს არის ტყუილი. ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში და ჩვენ იქ საკმაოდ კარგი ჯარისკაცები გვყავს გაგზავნილი. აქვე გეტყვით, რომ ქართველი და ზოგიერთი სკანდინავიელი ჯარისკაცის ფორმაზე გამოსახულია ჯარი, რომელიც განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია ისლამის გზის მიმდევარი მებრძოლებისთვის. ისინი ჩვეულებრივი მუსლიმანები არ არიან, იბრძვიან ისლამის იდეისთვის, როგორებიც არიან, მაგალითად, თალიბანები. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რა უნდა გავაკეთოთ, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ვთავაზობდი განსაკუთრებულ გეგმას ისლამთან დაკავშირებით. გეგმა მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო სისტემას, ასევე უსაფრთხოების სისტემას. თუ ეს გეგმა არ განხორციელდა, ვთვლი, რომ ,,თალიბანი" ხვალ საქართველოში გვექნება. ხომ ხედავთ დღეს თურქეთში რა ხდება, ეკოლოგიიდან დაიწყო და ისლამიზაციის თემაზე გადავიდა 26 ქალაქის მოსახლეობა".

(,,ალია"N60; ავტორი:ნინო სამხარაძე)