Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.355

ლაშა ნაცვლიშვილი ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ხელის შეშლას გეგმავს


PLANETA_INFO

1.524 views

,,არჩილ კბილაშვილის პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა,ორშაბათს, გვიან ღამით, ის პროკურორები შეკრიბა, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საკითხს სწავლობენ და მათ საგანგებო დავალება მისცა, – ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, რომ 26 მაისის საქმეზე ბრალი წაუყენოთ ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი დაკითხვებზე სიარულში გაატაროს და სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცესო.

ამას წინ უძღოდა ანალიტიკური სამსახურის მონაცემები, რომ დღეის მდგომარეობით, ნინო ბურჯანაძის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ,,ქართულ ოცნებას" ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარანტირებული აქვს. სოციალური კვლევები ცხადყოფს, თუ ოპოზიციური ერთობა შედგება და ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს მხარს, ის არჩევნებს მოიგებს".

ლაშა ნაცვლიშვილთან ,,საიდუმლო სერობის" დეტალებზე ,,ქრონიკა +"–ის მომდევნო ნომრიდან დაწვრილებით გავიგებთ.

 

(,,ქრონიკა +"N7 )

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...