კონტენტზე გადახტომა






სურათი

უმძიმესი ბრალდება სანდრა რულოვსზე

დაპოსტა: PLANETA_INFO, 28 May 2013 · 1044 ნახვა

ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან

"არჩევნებამდე სტადიონზე გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავყრილობა, სანდრა რულოვსი სიტყვით გამოვიდა და განცხადება გააკეთა სუროგაციის თემასთან დაკავშირებით, რომ მას სურს კლინიკის გახსნა, ვითომ მისი იდეა ძალიან კეთილშობილური იყო. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ამ თემაზე პასუხისგებაში იყო მიცემული, არასწორი კვალიფიკაციით და სიყალბით. საუბარია ერთ–ერთ კლინიკაზე, არ მინდა ახლა ამ კლინიკის დასახელება, ეს კლინიკა დასაქმებულია იმით, რომ ხელოვნურად გააჩინონ ბავშვები, რომლებიც შემდგომ გაჰყავთ საზღვარგარეთ და იყიდებიან ჰომოსექსუალურ წყვილებზე. ამის დოკუმენტაციები, ფაქტობრივად, თავმოყრილი მაქვს, საქმიდან როგორც ირკვევა, ამ კლინიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სანდრა რულოვსს. მიმდინარეობს გარკვევა, თუ რამდენად იყო სანდრა რულოვსი ამ საქმეში ჩართული, კერძოდ, ქართველი ბავშვების ჰომოსექსუალურ წყვილებზე გაშვილებით".

(,,ალია"N53; ავტორი:ნინო სამხარაძე)