Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.394

,,მატროსოვის ციხის" შემდეგი ბინადარი უგულავა იქნება


PLANETA_INFO

1.402 views

ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან

 

,,,,ნაციონალური მოძრაობა" არის აბსოლუტურად დაშლილი ძალა, იქ არის მხოლოდ რამდენიმე ტვინგახურებული, რომელთა იდეოლოგიური მამა გახლდათ გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, რომელიც გამოეცალათ და გადავიდა სხვა რეჟიმზე, ოქტომბრის არჩევნებამდე ბოკერია შეეცდება პროვოკაციების გზით სიარულს, მაგრამ ეს არ გამოუვა, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე ტელევიზიას აკონტროლებს და გავლენა აქვს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სხვა პოლიტიკურ რეალობაში, პარლამენტში, ფაქტობრივად, ოპოზიციური ძალა არ არსებობს და ამისთვის საჭიროა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. დღეს ამაზე უნდა მიდიოდეს საუბარი, ,,ნაციონალური მოძრაობა" დამთავრებული საკითხია. მეტსაც გეტყვით, ძალიან სერიოზული მასალები დევს პროკურატურაში კეზერაშვილზე, ადეიშვილზე, დათა ახალაიაზე, დავით კირკიტაძეზე, მასზე საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებზეა საუბარი, მათ გააჩნდათ კლანები, მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე გიგა ბოკერიაზე პროკურატურაში საკმაოდ სერიოზული საქმეებია, ასევე გიგი უგულავას თუ ჰგონია, რომ მას აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ არ შეუფარდა და ამით ყველაფერი დამთავრდა, ძალიან ცდება. ასე რომ, იმ ადამიანებზე, ვინც წლების მანძილზე დანაშაულებს სჩადიოდა, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ვლაპარაკობთ, ვინ იქნება შემდეგი, ყველაზე კარგი კანდიდატურა ამ კუთხით პროკურატურისთვის არის გიგი უგულავა.

ვანო მერაბიშვილის სიმამრასაც არ ელოდება კარგი დღე. იყო თუ არა ვანო მერაბიშვილის სიმამრი თაღლითურ სქემაში ჩართული, ამას გამოძიება დაადგენს, მისმა სიმამრმა პოლიტპატიმარს გამოსძალა ვითომ საპროცესო შეთანხმებისთვის 60 ათასი დოლარი. ამაზე გამოძიება დაწყებულია, უახლოეს დღეებში ამ ყველაფრის შედეგებს ვნახავთ. აქვე კიდევ ერთ ინფორმაციას გეტყვით, შესაძლოა, ძალიან მალე ვიხილოთ საქართველოში ჩამოსული დათა ახალაია, რომელიც, სავარაუდოდ, ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მას ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დათა ახალაია გირგვლიანის მკვლელობის საქმეშია გარეული, რამდენად ღირებული იქნება მისი თანამშრომლობა პროკურატურასთან, ამას საქმე გვიჩვენებს. საზოგადოებამ ერთი რამ უნდა იცოდეს, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ასეთი განწყობაა,– წამოვიდნენ თანამშრომლობაზე ხელისუფლებასთან, ვიღაცამ ითანამშრომლოს, ვიღაცა კი განუდგეს ამ დანაშაულებრივ პარტიას და გადაწყვეტილია, ,,ნაცმოძრაობა" გაქრეს პოლიტიკური სივრციდან".

 

(,,ალია"N53; ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...