კონტენტზე გადახტომა






სურათი

მერაბიშვილი გვერდით ბევრ ყოფილ თანამებრძოლს მოისვამს

დაპოსტა: PLANETA_INFO, 27 May 2013 · 974 ნახვა

,,პროკურატურას ვანო მერაბიშვილისგან ძალზე აინტერესებს გიგა ბოკერიასა და მისი ლიბერალური გუნდის წევრების დანაშაულებრივი საქმეები და თუ ვანო ალაპარაკდა, ბოკერიასა და მის გუნდსაც შავად ექნებათ საქმე. კახა ბენდუქიძის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებები დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ბოკერიას დამფინანსებლებიდან კიდევ ერთ პოლიტიკოს–ბიზნესმენს აქვს ცუდად საქმე. ჩვენი ინფორმაციით, რაც ბრალად წაუყენეს, იმ საქმეების გარდა, პროკურატურა ვანოს, ერთ–ერთი პირველი ვინც იქნება, გივი თარგამაძის შესახებ დაუსვამს კითხვებს. გიგა ბოკერიას ,,გაჭედვა" ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმითაც შეუძლია. ერთ–ერთი დანაშაული, რაც ვანოს ბრალად ედება, სწორედ 26 მაისის ტრაგედიის მოწყობაა. მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაციები, რომ 26 მაისის სისხლიანი ღამის თანაავტორები ბოკერია, გივი თარგამაძე და სხვა პოლიტიკოსები იყვნენ, რომ სწორედ გიგა ბოკერიას კატეგორიული მოთხოვნა იყო, მომიტინგეებისთვის გასასვლელი არ დაეტოვებინათ და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ყველა ქუჩა სპეცრაზმელებს ჩაეხერგათ....ლოგიკურად, თუ ვანომ მოისურვა, გიგა ბოკერიასაც მოისვამს გვერდით. წესით, მას უნდა ჰქონდეს მტკიცებულებები, რომ ბოკერია თანამონაწილეა 26 მაისის ტრაგედიისა. ვანომ თუ ერთი პირი მოაღო, ბევრ პოლიტიკოსს გაიყოლებს, საამისოდ 26 მაისის საქმეც იკმარებს. ბოკერიას გარდა, ათამდე პოლიტიკოსის გვარი სახელდებოდა, ვინც რაღაც ფორმით მონაწილეობდა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ როგორ დაესაჯათ 26 მაისის აქციის მონაწილენი".

(,,კვირის ქრონიკა"N21; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)