Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    475.740

პატრიარქის ეპისტოლეს გათვალისწინებით, ქდმ საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს


lasha_alo

1.997 views

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გათვალისწინებით, საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებენ.

როგორც პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ინიციატივები, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია და მთელი რიგი კანონები, პარლამენტში მომავალ კვირას შევა.

მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" არა მხოლოდ ეპისტოლეს შეფასებით, არამედ მასში დასახული პრობლემების მოგვარების ბერკეტების პოლიტიკურ და საკანონმდებლო სივრცეში რეალიზებასაც შეეცდებიან.

გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, ქდმ საყოველთაო სახალხო მხარდაჭერის კამპანიასაც გამართავს. მისი თქმით, ცვილებების პროექტი ემსახურება ქვეყანაში ღირსების, პატივისცემის დამკვიდრებას და მიმართული იქნება ცოდვის დაკანონების წინააღმდეგ.

მას საკანონმდებლო ინიციატივების კონკრეტულ დეტალებზე გიორგი არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ეპისტოლეში დასახული პრობლემები, ბარიერივით წინ ეღობება ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ამ პრობლემად გიორგი თარგამაძემ უმუშევრობა, ეროვნული წარმოების მცირე წილი, ანაზღაურების დაბალი დონე, ჯანდაცვის ხარისხი, ხელმისაწვდომობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და დეკრეტული შვებულებების გაზრდა დაასახელა.

თარგამაძის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს სიმყარე მისი წარსულის გამოცდილებას უნდა ეფუძნებოდეს, გამოცდილება კი არის, რომ ქვეყანაში თავისუფლება და ზნეობა არასოდეს მოდიოდა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...s-amzadebs.html

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...