კონტენტზე გადახტომა






სურათი

ბრეივიკის სასამართლო

დაპოსტა: PLANETA_INFO, ში საერთაშორისო პოლიტიკა 16 April 2012 · 1811 ნახვა

ტერორიზმი ბრეივიკი
http://www.interpres...armoadgina.html
ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელიც 2011 წლის 22 ივლისს 77 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "სქაი ნიუსი" იუწყება .დღეს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ თავს "სამხედრო მეთაურად" მიიჩნევს, ამიტომ მისი საქმე სამხედრო ტრიბუნალმა უნდა განიხილოს და არა ჩვეულებრივმა სასამართლომ.
ამ დროისთვის განსასჯელი უკვე სასამართლოს დარბაზში იმყოფება. სასამართლოზე, რომელიც ოსლოში დღეს დაიწყო, 800 ჟურნალისტია აკრედიტებული. მთავარი საკითხი, რომელიც 10-კვირიან პროცესზე უნდა გაირკვეს ისაა, არის თუ არა ბრეივიკი შეურაცხადი

http://ghn.ge/news-64482.html

ანდრეს ბრეივიკი ტერორიზმში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მის მიერ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ჩადენილ ფაქტს არ უარყოფს.
ოფიციალური ბრალდების მოსმენის შემდეგ, ბრეივიკმა უარყოფითად უპასუხა მოსამართლეს კითხვას - ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ.

მან ასევე განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოსაც, რადგან იგი "მულტიკულტურის მხარდასაჭერად" მოქმედებს.

სასამართლო დარბაზში, როგორც კი ბრეივიკის ბორკილები მოხსნეს, მან ხელი გულზე მიიდო და შემდეგ ნაცისტური ჟესტით მიესალმა დარბაზში მყოფთ.

ბრეივიკი აცხადებს, რომ შრომის პარტიის ტოლერანტული პოლიტიკა ხელს უწყობს ევროპაში მუსულმანების დამკვიდრებას, რის გამოც მის მიერ განხორციელებული თავდასხმას გამართლებულად მიიჩნევს.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბრეივიკის ცრემლიც კი წასკდა მას შემდეგ, რაც მის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის დემონსტრირება მოხდა, სადაც იგი იდეოლოგიურად ცდილობს გაამართლოს ტერაქტები. ამავე დროს დამნაშავე გულგრილად უსმენდა დაღუპულთა გვარების ამოკითხვას.

პროპკურატურა მოითხოვს, რომ ბრეივიკს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

ბრეივიკის მიერ დახოცილი 77 ადამიანიდან 8 ოსლოში, ავტომობილში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, ხოლო 69 კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში, შრომის პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. დაღუპულთა შორისაა ქართველი თამთა ლიპარტელიანი.

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი