Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    472.399

ახმედ ჩატაევი მისი დაკავების გარემოებებზე საუბრობს


lasha_alo

1.332 views

http://frontnews.ge/...d=9420&lang=geo

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ცნობილი სპეცოპერაციის დროს დაკავებული, დღეს კი გირაოს სანაცვლოდ გათავისულფებული ახმედ ჩატაევი მისი დაკავების გარემოებებზე საუბრობს.

 

ჩატაევის განცხადებით, მას მეგობრების საშუალებით დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებში მონაწილეობა სთხოვეს.

 

"მეგობრების მეშვეობით დამიკავშირდნენ და მოლაპარაკებებში მონაწილეობა მთხოვეს, რათა უსისხლოდ დამთავრებულიყო ყველაფერი.

ჩეჩნებს მოველაპარაკე, მაგრამ ქართულმა მხარემ პასუხად ცეცხლი გამიხსნა. საქართველოზე ნაწყენი არ ვარ. რაც მოხდა, მოხდა", - განაცხადა ჩატაევმა.

 

მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და აქვე აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს.

 

„მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას. ვიცი, რომ ჟურნალისტებმა ბევრი გააკეთეს ჩემთვის. თავს ახლა კარგად ვგრძნობ. დღეს გირაოთი გამომიშვეს და საქმე ჯერ არ დასრულებულა. სამი მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ ხერლყუმბარები მქონდა" – დასძინა ჩატაევმა.

 

შეგახსენებთ, რომ ახმედ ჩატაევი პატიმრობიდან დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

 

http://news.ge/ge/news/story/39283-akhmed-chataevis-advokati-imeds-gamotqvams-rom-saqme-shetsydeba

ვიდეო ბმულზე

ლოპოტას ხეობაში დაკავებული ახმედ ჩატაევვის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო სხდომაზე პროკურატურა სასამართლოს წინაშე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით წარსდგება. როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ საქმეზე არსებული მოწმეები ხელმეორე დაკითხვის შემდეგ ახმედ ჩატაევის ბრალეულობას უარყოფენ, რომ მას დაკავებისას ორი ხელყუმბარა აღმოაჩნდა და ამბობენ, რომ მათ ჩვენებები იძულებით მიაცემინეს.

 

მტკიცებულებების გაყალბების მოტივით პროკურატურას თავად დაცვის მხარემ მიმართა. დღევანდელ სხდომაზე ახმედ ჩატაევის გირაოთი გათავისუფლების მიზეზი ის გამოძიება გახდა, რომელიც დაცვის მხარის საჩივრის ფარგლებში მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, შესაძლებელია ეჭვქვეშ დადგეს მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების საკითხი, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში არ არსებობს ჩატაევის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ახმედ ჩატაევი 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე,დარბაზიდან გათავისუფლდა. ჩატაევს ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვაში ედება. საქმეზე მომდევნო სხდომა 19 დეკემბერს 15 საათზე გაიმართება.

 

ტეგები

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...