Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.323

თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მიერ უწყების მეთაურის პოსტზე ყოფნის პერიოდში განხორციელებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.


lasha_alo

1.052 views

თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მიერ უწყების მეთაურის პოსტზე ყოფნის პერიოდში განხორციელებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.

 

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, საუბარია 2012 წელს განხორციელებულ შესყიდვებზე.

 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გაირკვა რომ, თავდაცვის სამინისტროს ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში სამინისტრომ "აკა 47" და "აკა ეს 47" ტიპის მოძველებული, მეორადი და შეღებილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი კუსტარულად შეკეთებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შეისყიდა. დოკუმენტების თანახმად ცალ ავტომატში 287 ევროა გადახდილი. საბაზრო ღირებულება კი რეალურად 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, რადგანაც სახეზეა აშკარა დანაშაულის ნიშნები, საქმე მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება", - განაცხადა ვაკო ავალიანმა.

 

სააგენტო"ივერონი"

ვრცლად:

http://bit.ly/TH2m53

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...