

თეა წულუკიანი ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშების დაწყებას ულოცავს
დაპოსტა: lasha_alo,
04 February 2022
·
893 ნახვა

თეა წულუკიანის ოფიციალურ გვერდზე მინისტრი ქართველ სპორტსმენებს ოლიმიური თამაშების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს
ციტირება
ქართული სპორტის ქომაგებს ვულოცავ ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების დაწყებას!
დღეიდან მთელი საქართველო გულშემატკივრობს იმ ცხრა სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს ზამთრის ოლიმპიადაზე.
ქართული სპორტის დიდი გამარჯვებაა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მინდა, წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და იმედი გამოვთქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგებს ბევრად გააუმჯობესებენ.