კონტენტზე გადახტომა






სურათი

ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საპარლამენტო პროცედურები და


ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საპარლამენტო პროცედურები და
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საპარლამენტო პროცედურები დაეწყო, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა პარტიიდან „საქართველოსთვის", ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



დეპუტატის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა საკითხი პარლამენტში ერთი თვის წინ დააინიცირა, თუმცა მას შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყვა.



ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს.



"ცხადია, უკრაინაში მიმდინარე პროცესები არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. შესაბამისად, ეს არის საკითხი, რომელზეც წარმოუდგენელია რომელიმე პარტიას და პირველ რიგში ხელისუფლებას, ჰქონდეს განსხვავებული მიდგომა და მოსაზრება. რა თქმა უნდა, პირობითად ვამბობ, შეიძლება იყოს კონკრეტული საკითხები ტექსტში, რაღაც ფორმულირება იყოს მეტად გასამძაფრებელი, რაღაც ფორმულირება შესარბილებელი, თუმცა რეზოლუცია უნდა იყოს მიღებული.


ჩვენ, პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა ეს ერთი თვის წინ დავაინიცირეთ და იმის მერე სამჯერ თუ ოთხჯერ ბიუროს სხდომაზე შევახსენეთ ხელისუფლებას, რომ ეს სასწრაფოდ მისახედია. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო პროცედურები დაეწყო. ამიტომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა ფორმატში, ყველა შეხვედრაში, რაც ამ საკითხს უკავშირდება და ბუნებრივია გვექნება ჩვენი პოზიცია," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.